ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲝᲗ ᲕᲔᲑ-ᲡᲐᲘᲢᲘᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲐᲛᲓᲔ?

ავტორი: ზურა თეგერაშვილი

გამოქვეყნდა

13.08.2026

წაკითხვის დრო

0 წუთის საკითხავი

უმრავლესობითვის "ვებსაიტის დამზადება" პირდაპირ კოდის წერასთან, ფერების შერჩევასთან ან ვიზუალური ეფექტების შექმნასთან ასოცირდება. პროექტის დაწყებისას ხშირად სწორედ ესაა პირველი კითხვა – "როგორი დიზაინი გვინდა?" თუმცა, პროფესიონალური და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა სრულიად სხვაგვარია. რეალურად, საიტის დამზადება გაცილებით ადრე – სტრატეგიის, მიზნების და აუდიტორიის ანალიზის ეტაპზე იწყება.

 

როგორც ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ–ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფიგურამ, სტივ ჯობსმა თქვა: “Design is not just what it looks like and feels like. Design is how it works.” (დიზაინი მხოლოდ ის არ არის, თუ როგორ გამოიყურება ან რას გაგრძნობინებს. დიზაინი ისაა, თუ როგორ მუშაობს.)

 

ასე რომ, თუ საიტი კონკრეტულ ბიზნეს–ამოცანას არ ემსახურება  და მომხმარებლის საჭიროებებს არ პასუხობს, ის უბრალოდ ძვირადღირებული ციფრული სავიზიტო ბარათია. იმისათვის, რომ თქვენი ციფრული პლატფორმა გაყიდვების, კომუნიკაციისა და ბრენდინგის მძლავრ ინსტრუმენტად იქცეს, დეველოპმენტის ეტაპზე გადასვლამდე, 5 მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გაიაროთ.

სტივ ჯობსის ციტატა (design is how it works)სტივ ჯობსის ციტატა (design is how it works)

1. ᲖᲣᲡᲢᲘ ᲛᲘᲖᲜᲘᲡ ᲒᲐᲜᲡᲐᲖᲦᲕᲠᲐ

 

ნებისმიერი ციფრული პროექტი ერთი მარტივი, მაგრამ ფუნდამენტური კითხვით იწყება – რისთვის გვჭირდება ვებსაიტი? 

 

წინასწარ უნდა იცოდეთ, თუ რას ელით პლატფორმისგან:

 

  • გსურთ, რომ საიტმა პირდაპირ გაყიდოს პროდუქცია?
  • B2B სექტორში ოპერირებთ და მთავარი ამოცანა პოტენციური კლიენტების მონაცემების (ლიდების) შეგროვებაა?
  • თუ თქვენი მიზანი ბრენდის ცნობადობის გაზრდა, პორტფოლიოს წარმოჩენა და ინვესტორებისთვის სანდოობის ამაღლებაა?

 

როდესაც ბიზნეს–მიზანი მკაფიოა, სააგენტოს გუნდს ზუსტად ესმის, რაზე უნდა გააკეთოს ფოკუსი. წარმატებული ვებსაიტის დამზადება ნიშნავს, რომ პლატფორმაზე განთავსებული ყოველი ღილაკი თუ ტექსტი ერთ კონკრეტულ ამოცანას ემსახურება (მაგალითად, ვიზიტორის მიყვანას "ყიდვის" ან "რეგისტრაციის" ფანჯრამდე).

 

2. ᲡᲐᲛᲘᲖᲜᲔ ᲐᲣᲓᲘᲢᲝᲠᲘᲘᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲘ

 

ბიზნესის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა საიტის შექმნა დამფუძნებლის გემოვნებით და არა მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებით. საიტი, რომელიც ყველასთვის იქმნება, საბოლოოდ არავისთვისაა.

 

თქვენს იდეალურ მომხმარებელს კარგად უნდა იცნობდეთ:

 

  • რა ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნება თქვენი აუდიტორია?
  • რა მოწყობილობას იყენებს ყველაზე ხშირად? (სტატისტიკურად, ტრაფიკის უდიდესი ნაწილი მობილურ მოწყობილობებზე მოდის, ამიტომ Mobile-first მიდგომა უკვე არა უპირატესობა, არამედ აუცილებლობაა).
  • რა პრობლემა აწუხებს, რომლის გადაჭრის გზასაც ის თქვენს პლატფორმაზე ეძებს?

 

თუ თქვენი აუდიტორია კორპორატიული სეგმენტია, დიზაინი და ნავიგაცია მკაცრი, მონაცემებზე დაფუძნებული და ლაკონური უნდა იყოს. ხოლო თუ ახალგაზრდულ პროდუქტს ყიდით, პლატფორმა მეტ ინტერაქციას მოითხოვს. აუდიტორიის ქცევის ცოდნა სპეციალისტებს პირდაპირ კარნახობს, თუ რა მიმართულებით უნდა წარიმართოს პროცესი.

დინამიკა და პერსონალიზაციადინამიკა და პერსონალიზაცია

3. ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ ᲓᲐ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – (CONTENT-FIRST ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲐ)

 

პროფესიონალურ ვებ–დეველოპმენტში არსებობს ერთი ოქროს წესი: დიზაინს შინაარსი განსაზღვრავს და არა პირიქით. როდესაც საიტის დამზადება რეალური ტექსტების გარეშე, ე.წ. "Lorem Ipsum"–ის გამოყენებით იწყება, საბოლოო ეტაპზე ნამდვილი ინფორმაციის ჩასმისას ვიზუალური სტრუქტურა ირღვევა.

 

წინასწარ უნდა განსაზღვროთ:

 

  • მთავარი გვერდის მესიჯბოქსი – რას ეუბნებით ვიზიტორს შემოსვლის პირველივე წამებში?
  • პროდუქტების ან სერვისების აღწერა – არის თუ არა წარმოდგენილი საკმარისი და დამარწმუნებელი ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად?
  • ნდობის ფაქტორები – კლიენტების შეფასებები, სერტიფიკატები, პარტნიორი კომპანიების ლოგოები.

 

ინტერნეტში ადამიანები ტექსტებს ბოლომდე იშვიათად კითხულობენ, ისინი მათ "ასკანერებენ". ამიტომ, ტექსტი სტრუქტურირებული, SEO–სტანდარტებზე მორგებული, მოკლე აბზაცებად დაყოფილი და გასაგები სათაურებით გადმოცემული უნდა იყოს.

 

4.ᲢᲔᲥᲜᲘᲙᲣᲠᲘ ᲤᲣᲜᲥᲪᲘᲝᲜᲐᲚᲘ – ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲨᲔᲔᲫᲚᲝᲡ ᲡᲐᲘᲢᲡ??

 

ვიზუალური ფასადის მიღმა ტექნიკური ძრავა დგას, რომელიც პლატფორმის გამართულ და სწრაფ მუშაობას  უზრუნველყოფს. სანამ დიზაინერი მუშაობას დაიწყებს, ზუსტად უნდა გქონდეთ განსაზღვრული ყველა ტექნიკური მოთხოვნა:

 

  • დაგჭირდებათ თუ არა ონლაინ გადახდების ინტეგრაცია ქართული ან საერთაშორისო ბანკებისთვის?
  • აუცილებელია თუ არა ჯავშნების სისტემის, კალენდრის ან სასაწყობე აღრიცხვის მოდულის დანერგვა?
  • როგორ მოხდება მომხმარებელთან კომუნიკაცია? (Live Chat, საკონტაქტო ფორმები, CRM სისტემასთან პირდაპირი კავშირი).
  • რამდენ ენაზე იფუნქციონირებს ვებსაიტი?

 

რაც უფრო ადრე განისაზღვრება ეს დეტალები, მით უფრო ზუსტად შეირჩევა მართვის პანელი (CMS) და ტექნოლოგიური სტეკი. ფუნქციონალის წინასწარი დაგეგმვა მომავალში გაუთვალისწინებელ ხარჯებსა და ტექნიკურ შეფერხებებს აგარიდებთ თავიდან.

 

5. ᲡᲬᲝᲠᲘ ᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲐ ᲓᲐ ᲘᲔᲠᲐᲠᲥᲘᲐ (UX / UI ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲐ)

 

საიტის არქიტექტურა განსაზღვრავს, თუ რამდენად მარტივად და სწრაფად იპოვის მომხმარებელი სასურველ ინფორმაციას. ჩახლართული და გადატვირთული ნავიგაცია ვიზიტორების დაკარგვის ნომერ პირველი მიზეზია.

 

ვებსაიტის ნავიგაცია ლოგიკური უნდა იყოს. მიზანშეწონილია ე.წ. "3 კლიკის წესის" გამოყენება – მომხმარებელმა ნებისმიერ მნიშვნელოვან გვერდს მაქსიმუმ სამი დაწკაპუნებით უნდა მიაღწიოს. მთავარი მენიუ გადატვირთული არ უნდა იყოს (იქ მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კატეგორიები უნდა მოხვდეს, ხოლო დამატებითი ბმულების ადგილი საიტის ქვედა ნაწილშია);

 

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. “მოწოდების ღილაკების” (Call-to-Action) სტრატეგიული განლაგება. ვიზიტორს მუდმივად უნდა ჰქონდეს ინტუიციური გზამკვლევი, თუ რა ნაბიჯი უნდა გადადგას შემდეგ – "შეიძინე ახლავე", "ჩამოტვირთე კატალოგი", "მოითხოვე კონსულტაცია".

 

როგორც აქამდე არაერთხელ გვითქვამს, პროფესიონალური ვებსაიტის დამზადება გრძელვადიანი ინვესტიციაა. მოსამზადებელი ეტაპის სწორად გავლა იმის გარანტიაა, რომ საბოლოო პროდუქტი არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი, არამედ გამართული, სწრაფი და მომგებიანი იქნება. დრო, რომელსაც დაგეგმვაში დახარჯავთ, შემცირებული ტექნიკური ხარვეზებითა და მომხმარებელთა ლოიალობის წყალობით მომავალში ათმაგად დაგიბრუნდებათ.

 

ასე რომ, გაეცანით ჩვენი სააგენტოს სერვისებს და პორტფოლიოს და თუ დაინტერესდებით, როგორ შეიძლება თქვენი ბიზნესის მიზნებს ეს ტექნოლოგიური უპირატესობები მოვარგოთ, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ნომერზე 📞 032 2 47 07 70

 

სხვა ბლოგები