ხელოვნური ინტელექტი (Artificial Intelligence), პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში, სულ უფრო ღრმად იკიდებს ფეხს. AI დიდი ხანია მხოლოდ ფანტასტიკის სფერო აღარაა, არამედ რეალური, ყოველდღიური ინსტრუმენტია, რომელიც პროგრამისტებს კოდის წერაში, პრობლემების გადაჭრასა და ინოვაციური პროდუქტების შექმნაში ეხმარება. იქნება ეს აპლიკაციის შექმნა, ვებსაიტის დამზადება თუ სხვა დავალების შესრულება, AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით, დღესდღეობით, დეველოპერები უფრო პროდუქტიულები, ეფექტურები და კრეატიულები არიან, ვიდრე ოდესმე.
ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა ჯერ კიდევ XX საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება, თუმცა ჩვენი ყოველდღიურობა რადიკალურად 2022 წლის მიწურულს და 2023 წლის დასაწყისში შეიცვალა, როდესაც OpenAI-იმ ფართო საზოგადოებისთვის ChatGPT წარადგინა, და რომელმაც მაშინვე მოიპოვა გლობალური აღიარება.