Google-ისთვის "უხილავი" ბიზნესი
როგორც აქამდე არაერთხელ გვითქვამს, ვებგვერდი თქვენი ბიზნესის ციფრული სახეა. იმისთვის, რომ მომხმარებელს თქვენს საიტზე (და შესაბამისად, თქვენს ბიზნესზე) პირველი შთაბეჭდილება შეექმნას, ზუსტად 50 მილიწამია საჭირო. თუ კომპანიის ვებსაიტი იაფასიანად გამოიყურება, მომხმარებელი ქვეცნობიერად ჩათვლის, რომ თქვენი პროდუქტი ან მომსახურებაც უხარისხოა.
გარდა ცუდი ვიზუალისა, ასე იაფად აწყობილ საიტებს უხარისხო კოდი აქვს, რის გამოც გვერდი ძალიან ნელა იტვირთება. საძიებო სისტემები (მაგალითად Google) კი ნელ საიტებს პირდაპირ "ვერ იტანენ" და ხშირად ბლოკავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ძიების შედეგებში თქვენს გვერდს ვერავინ იპოვის.
ინვესტიცია თუ გადაყრილი ფული?
წარმოიდგინეთ ვინმე გეუბნებათ, "სახლს 1000 ლარად აგიშენებთ". ლოგიკურად მიხვდებით, რომ ეს ან პატარა ქოხი იქნება, ან საძირკველი არ ექნება, ან საერთოდ თაღლითობაა და მშენებელი ფულიანად გაქრება.
მოკლედ რომ ვთქვათ, ძვირი ყოველთვის საუკეთესოს არ გულისხმობს, მაგრამ ზედმეტად იაფი ყოველთვის უხარისხოს ნიშნავს. ვებსაიტი ინტელექტუალური შრომა და სერვისია. ესაა ინვესტიცია თქვენს ბიზნესსა და მის ციფრულ მომავალში.
ჩვენ, CONNECT-ში, სწორედ ასეთ – ხარისხიან, გამართულ და შედეგზე ორიენტირებულ ვებსაიტებს ვამზადებთ. ვუსმენთ თქვენს მიზნებს და ვქმნით პროდუქტს, რომელიც კარგად მუშაობს.
დაათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიო, შეაფასეთ პროექტები და მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ ნომერზე: 📞 032 2 47 07 70