თუ დავაკვირდებით, აქამდე ინტერნეტში ჩვენი ქცევა თითქმის ყოველთვის იდენტური იყო: გაგვიჩნდებოდა კითხვა, შევიდოდით გუგლში, ჩავწერდით რამდენიმე საკვანძო სიტყვას და შემდეგ ლინკების სქროლვას ვიწყებდით. გავხსნიდით სამ, ოთხ, ხუთ სხვადასხვა ვებგვერდს იმის იმედით რომ იქნებ ჩვენივე ძალებით გვეპოვა და შეგვეკრა ის ინფორმაცია, რაც გვაინტერესებდა.
ეს საძიებო სისტემების კლასიკური ერა იყო. დღეს კი ბევრი რამ სხვანაირადაა.
ახლა ისეთ ეპოქაში შევაბიჯეთ, სადაც მომხმარებელს იმის დრო და სურვილი აღარ აქვს, რომ პასუხების ძებნა ტექსტის ლაბირინთებში დაიწყოს. მას სურს მზა, ზუსტი და პერსონალიზებული პასუხი – აქ და ახლა. სწორედ ამ ფუნდამენტურმა ტრანსფორმაციამ და ხელოვნური ინტელექტის უპრეცედენტო განვითარებამ, ციფრული მარკეტინგის ახალი, რევოლუციური მიმართულება – "AEO" (Answer Engine Optimization) შვა.
ქონექთში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ წარმატებული ბიზნესი ტრენდებს კი არ უნდა მისდევდეს, არამედ უნდა უსწრებდეს. ამიტომ, წარმოგიდგენთ ჩვენს სრულიად ახალ სერვისს – AEO ოპტიმიზაციას.
მოდით, დეტალურად განვიხილოთ, რა არის AEO, რატომ ცვლის ის ბაზარს და რატომაა თქვენი ბიზნესის მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი.















