ვებსაიტის დამზადების ეტაპები
1. მოთხოვნების განსაზღვრა
სანამ საიტის აწყობას შევუდგებით, აუცილებელია გავერკვეთ დამკვეთის მოთხოვნებში. ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ კლიენტს და პროექტის გეგმის შესადგენად, ყველას საჭირო დეტალს ვაზუსტებთ.
2. პროექტირება და დაგეგმვა
როდესაც ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, ჩვენი გუნდი იკრიბება და განსაზღვრავს:
- პროექტის მოცულობას.
- დიზაინის შექმნის დროს
- დეველოპმენტის ხანგრძლივობას
- ტესტირების და კორექტირების პერიოდს
- პროექტის ღირებულებას
ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეთავაზება მზადდება, რომელიც დამკვეთს ეგზავნება. შეთავაზების მიღების შემთხვევაში კი ვებსაიტის შექმნა იწყება.
3. ვიზუალური კონცეფცია
პროექტზე მუშაობა ვიზუალური კონცეფციის შემუშავებით იწყება. ამ ეტაპზე გასათვალისწინებელია:
- კომპანიის სამუშაო სფერო;
- ბრენდის ფერების და სტილის დიზაინთან შესაბამისობა;
- UX/UI დიზაინის თანამედროვე სტანდარტების დაცვა;
შემუშავებული კონცეფციის ხაზის ქვეშ, სამი განსხვავებული დიზაინი მზადდება: დესკტოპის, პლანშეტების და მობილური ტელეფონებისთვის. სამი იმიტომ, რომ სამივე მოწყობილობაზე ფორმა-ვიზუალი და მომხმარებლის ქცევა განსხვავებულია. დიზაინ სისტემის პრინციპს მინიმუმამდე დაჰყავს და ფაქტობრივად გამორიცხავს ვიზუალურ ბაგებს სხვადასხვა ზომის ეკრანებზე.