ვებსაიტის დამზადება - როგორ შევარჩიოთ სააგენტო

ავტორი: ზურა თეგერაშვილი

გამოქვეყნდა

01.09.2025

წაკითხვის დრო

0 წუთის საკითხავი

კარგად გაკეთებულ ვებსაიტს შეუძლია ბიზნესი სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანოს, ცუდად შესრულებული სამუშაო კი – პოტენციური კლიენტების დაკარგვისა და შელახული რეპუტაციის წინაპირობაა. ამიტომ, ამ საქმისთვის სწორი სააგენტოს შერჩევა, დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული და შესაბამის სტრატეგიულ მიდგომას მოითხოვს.

 

სწორედ ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გაგიზიარებთ, რომელიც თქვენთვის იდეალური სააგენტოს შერჩევის პროცესს, ბევრად გაგიმარტივებთ.

პორტფოლიო

1. დაათვალიერეთ პორტფოლიო კრიტიკული თვალით

 

 

ეს ყველაზე ლოგიკური და აუცილებელი პირველი ნაბიჯია. როგორც წესი, სააგენტოებს, გამორჩეული ნამუშევრები, ვებსაიტზე, პორტფოლიოს სექციაში აქვთ განთავსებული და მათი ხელწერის, პროფესიონალიზმის და ხედვების შესასწავლად, ეს ყველაზე მოკლე გზაა. თუმცა, უბრალოდ დიზაინების ესთეტიკით ნუ შემოიფარგლებით. შედით სააგენტოს მიერ შექმნილ რამდენიმე ვებსაიტზე და შეაფასეთ:

 

  • სიჩქარე: რამდენად სწრაფად იტვირთება გვერდები? (თანამედროვე მომხმარებელი დიდი მოთმინებით არ გამოირჩევა)
  • მობილური ვერსია: რამდენად იდეალურად მუშაობს სმარტფონზე? (დღეს ვებსაიტების ტრაფიკის უდიდესი ნაწილი სწორედ მობილურ მოწყობილობებზე მოდის)
  • საიტზე ნავიგაციის სირთულე: შეაფასეთ, რამდენად მარტივია სასურველი ინფორმაციის პოვნა? (თუ მომხმარებელი დაიბნა, ის მალევე ჩახურავს თქვენს საიტს)

 

 

ასევე, პორტფოლიოში მოძებნეთ თქვენი ბიზნესის მსგავსი პროექტები და შეაფასეთ, რამდენად კარგად აქვს სააგენტოს გააზრებული კონკრეტული სფეროს სპეციფიკა.

დამზადებულია CONNECT-ის მიერ

2. ნახეთ ვინ დაამზადა ის ვებსაიტი, რომელიც მოგწონთ

 

ეს ერთ-ერთი საუკეთესო, თუმცა ნაკლებად ცნობილი მეთოდია. იპოვეთ 3-4 ქართული ვებსაიტი, რომელიც ძალიან მოგწონთ, მიუხედავად იმისა, თქვენი კონკურენტია თუ საქმიანობის სულ სხვა სფეროდანაა. დააკვირდით მათ ფუნქციონალს, სტრუქტურასა და დიზაინს.

 

შემდეგ, ჩაყევით გვერდს ბოლომდე, ე.წ. “ფუტერში” (Footer). ხშირ შემთხვევაში, სწორედ აქ არის მითითებული, თუ რომელმა სტუდიამ ან სააგენტომ იმუშავა ამ ვებსაიტზე. ეს პირდაპირი გზაა იმ კომპანიების აღმოსაჩენად, რომელთა ნამუშევრების ხარისხში უკვე დარწმუნდით.

 

3. გაეცანით შეფასებებს და პროცესს

 

მოიძიეთ რას წერენ სააგენტოზე მისი ყოფილი კლიენტები Google-ში, Facebook-ზე ან სხვა სოციალურ ქსელებში. რეალური გამოხმაურებები ბევრ რამეზე მიგანიშნებთ. ასევე, თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ არარეალურ გამოხმაურებებსაც გაეცნოთ და სააგენტოსთან დაკავშირებით რჩევა ხელოვნურ ინტელექტს ჰკითხოთ. 

 

ამასთან ერთად, აუცილებლად გადით სააგენტოსთან პირდაპირ კონტაქტზე. ჰკითხეთ მათი სამუშაო პროცესის შესახებ. პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს ყოველთვის აქვს ჩამოყალიბებული და გამართული მუშაობის სისტემა:

 

  • ბრიფის და თქვენი მიზნების გაცნობა;
  • დიზაინის პროტოტიპის შექმნა;
  • პროგრამირება და ფუნქციონალის აწყობა;
  • ტესტირება და ხარვეზების აღმოფხვრა;
  • საიტის საბოლოო გაშვება და ტექნიკური მხარდაჭერა.

 

გაურკვეველი და ქაოტური პროცესი, ხშირად, წარუმატებელი პროექტების საწინდარია. ჩვენ, CONNECT-ში, გვჯერა, რომ სწორედ ასეთი გამჭვირვალე პროცესი და კლიენტთან მუდმივი კომუნიკაცია საბოლოო წარმატების საწინდარია და ეს მიდგომა, პრაქტიკაში, ყოველთვის მუშაობს.

 

4. ნუ შეგაშინებთ ფასი, შეაფასეთ ღირებულება

 

ვებსაიტის დამზადება ინვესტიციაა. ყველაზე იაფი შემოთავაზება, როგორც წესი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ყველაზე ძვირი ჯდება. უხარისხო საიტის გამართვას და თავიდან გაკეთებას ორმაგი დრო, ენერგია და ფინანსები სჭირდება. 

 

მოითხოვეთ დეტალური შეთავაზება, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი, თუ რაში იხდით თანხას და რა ვადებთანაა დაკავშირებული სამუშაოების დასრულება.

 

შეჯამების სახით, შეიძლება კიდევ ერთხელ ითქვას, რომ კარგი სააგენტოს შერჩევა საპასუხისმგებლო პროცესია, რომელიც დიდ დროსა და ყურადღებას მოითხოვს. თუმცა, სწორად გადადგმული ნაბიჯები თქვენი ბიზნესის ზრდასა და წარმატებაზე პირდაპირ აისახება.

 

თუ თქვენ სწორედ ახლა დგახართ ამ არჩევანის წინაშე, გაითვალიწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები, გაეცანით ჩვენს პორტფოლიოს, შეაფასეთ ნამუშევრები და მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ნომერზე 📞 032 2 47 07 70

სხვა ბლოგები