გრაფიკული დიზაინი მხოლოდ ლამაზი გამოსახულებები არაა – ესაა ბრენდის ხმა, რომელიც ვიზუალური კომუნიკაციის მეშვეობით – მომხმარებლამდე აღწევს. ჩვენ ვიცით, რომ თითოეული ფერი, ფორმა და დეტალი მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ, CONNECT-ში ამ პროცესს განსაკუთრებული სიფრთხილითა და კრეატიულობით ვუდგებით.
ჩვენი სერვისი მოიცავს:
ბრენდინგი და კორპორატიული იდენტობა: ეს თქვენი ვიზუალური იდენტობის საფუძველია. ჩვენ დაგიმზადებთ უნიკალურ ლოგოს, რომელიც თქვენი კომპანიის ისტორიასა და ღირებულებებს გადმოსცემს. ვქმნით ბრენდბუქს – ბრენდბუქი განსაზღვრავს ლოგოს, ფერების, შრიფტებისა და სხვა გრაფიკული ელემენტების გამოყენების წესებს, რაც თქვენი ბრენდის, ერთიან და შთამბეჭდავ სახეს უზრუნველყოფს.
ციფრული დიზაინი: ციფრულ სამყაროში ძლიერი ვიზუალური მხარე გადამწყვეტია. ჩვენ ვქმნით გრაფიკულ ნამუშევრებს ყველა შესაძლო ციფრული არხისთვის:
- სოციალური მედიის ვიზუალები (პოსტები, სთორები, ქავერები)
- ვებბანერები და ინფოგრაფიკა
- გრაფიკა იმეილ მარკეტინგისთვის
პოლიგრაფიული დიზაინი: ჩვენ თქვენს იდეებს ხელშესახებ, ბეჭდურ მასალებად ვაქცევთ. ვამზადებთ დიზაინს –
- სავიზიტო ბარათებისთვის
- ფლაერებისა და ბროშურებისთვის
- კატალოგებისა და მენიუებისთვის
- პოსტერებისა და სერტიფიკატებისთვის
შეფუთვის დიზაინი: პროდუქტის შეფუთვა ხშირად მომხმარებელთან პირველი შეხების წერტილია. ჩვენ ვქმნით მიმზიდველ, ფუნქციურ და დასამახსოვრებელ დიზაინს, რომელიც თქვენს პროდუქტს კონკურენტებისგან აუცილებლად გამოარჩევს.
გარე რეკლამის დიზაინი: დაგეხმარებით, რომ ქალაქის სივრცეებშიც მიიპყროთ პოტენციური მომხმარებლების ყურადღება. ვმუშაობთ ბილბორდების, ლაითბოქსებისა და სხვა გარე სარეკლამო მასალების დიზაინზე.
ჩვენთვის ყველა პროექტი – შემოქმედებითი გამოწვევაა. ჩვენი მიზანი არაა, უბრალოდ, ლამაზი დიზაინის შექმნა. ჩვენ ვქმნით ვიზუალურ ინსტრუმენტს, რომელიც თქვენს ბიზნესს მიზნების მიღწევაში დაეხმარება – გაზრდის ცნობადობას, მოიპოვებს ნდობას და გაყიდვებს დააჩქარებს.
ასე რომ, თუ გრაფიკული დიზაინის მიმართულებით, სანდო პარტნიორს ეძებთ – მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 📞 032 2 47 07 70