თქვენი წარმატებისთვის CONNECT გთავაზობთ ციფრული მარკეტინგის ორ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს – SEO ოპტიმიზაციას და Google Ads-ს. ეს არაა უბრალოდ სერვისები, ესაა სტრატეგია, რომელიც გარდა იმისა, რომ თქვენი საქმიანობის ციფრულ ხილვადობას გაზრდის, პრაქტიკაში მეტ მომხმარებელს და მეტ ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ.
SEO – საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია
სწორი ოპტიმიზაციით, თქვენი ვებსაიტი, გუგლის საძიებო შედეგებში, ბუნებრივად, ყოველგვარი რეკლამის გარეშე დაიკავებს მაღალ პოზიციებს. ჩვენი მიდგომა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
- ტექნიკური SEO: ვზრუნავთ, რომ თქვენი საიტი ტექნიკურად გამართული, სწრაფი, მობილურ მოწყობილობებზე და გუგლის მოთხოვნებზე იყოს მორგებული, რათა ის უფრო ადვილად ხელმისაწვდომი და გასაგები იყოს საძიებო სისტემებისთვის.
- On-Page SEO: ვახდენთ ვებსაიტის შიდა სტრუქტურისა და კონტენტის ოპტიმიზაციას. ვსწავლობთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას, ვიკვლევთ საკვანძო სიტყვებს და ვქმნით სტრატეგიას, რომელიც მომხმარებლის კითხვებს პასუხობს.
- Off-Page SEO: ვმუშაობთ თქვენი ვებსაიტის ავტორიტეტის გაზრდაზე სხვა სანდო რესურსებიდან ბმულების (Backlinks) მოპოვებით, რაც გუგლისთვის თქვენი სანდოობის მთავარი ინდიკატორია.
Google Ads – მიზნობრივი რეკლამა გუგლში
როდესაც შედეგი ახლავე გჭირდებათ, Google Ads საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვმართავთ ისეთ სარეკლამო კამპანიებს, რომლებიც მაქსიმალურ შედეგზეა ორიენტირებული. მომსახურებაში შედის:
- სტრატეგიის დაგეგმვა: კამპანიის დაწყებამდე ვსწავლობთ თქვენი კომპანიის მიზნებს, კონკურენტებს და სამიზნე აუდიტორიას.
- კამპანიის მართვა: ვქმნით და მუდმივად ვაუმჯობესებთ სარეკლამო კამპანიებს, ვარჩევთ სწორ საკვანძო სიტყვებს და ვწერთ ეფექტურ სარეკლამო ტექსტებს.
- ბიუჯეტის ოპტიმიზაცია: ვზრუნავთ, რომ თქვენი ბიუჯეტი მაქსიმალურად ეფექტურად დაიხარჯოს.
- ანალიზი და რეპორტინგი: გამჭვირვალე და ამომწურავი რეპორტებით, მუდმივად ინფორმირებული ხართ შედეგების შესახებ.
ანალიტიკა
წარმატებული ციფრული მარკეტინგი შეუძლებელია ანალიტიკის გარეშე. ჩვენ ვიყენებთ Google Analytics, Tag Manager და Search Console-ს, რათა – გავიგოთ მომხმარებლის ქცევა, მუდმივად დავხვეწოთ სტრატეგია და ზუსტად გავზომოთ ჩვენი შედეგები.
თუ გსურთ ვებ-საიტის საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაცია, SEO-ს სტრატეგიის შემუშავება ან Google Ads სარეკლამო მომსახურება – მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 📞 032 2 47 07 70