დამკვეთის ბრიფი:
საქართველოში ერთ-ერთი პირველი კერძო სამედიცინო დაწესებულება, რომელის დღესდღეობით მასშტაბურ კლინიკათა ქსელად იქცა, უწყვეტი, მაღალხარისხიანი და დაცული სისტემის წყალობით ქმნის სამედიცინო სფეროში ხარისხის მარალ სტანდარტსა და სანდო გარემოს. ჩვენი სურვილია კლინიკისათვის შეიქმნას კომერციული ვიდეო, სადაც მოთხრობილია კლინიკის მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისის შესახებ.
დიზაინის ფილოსოფია:
ის ინოვაციური პროდუქტი, რასაც "კურაციო" მოსახლეობას სთავაზობს, წარმოადგენს მაღალფუნქციურ, ხელმისაწვდომ ონლაინ კაბინეტს, რომელიც "კონექტის" მიერ შექმნილი მარტივი, მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული სისტემის წყალობით აადვილებს კლინიკასთან ურთიერთობას და ნერგავს ინფორმაციის სწრაფად და ხარისხიანად მიღების ახალ მეთოდს.
კომერციული ვიდეორგოლი:
ჩვენი მიზანი იყო საინფორმაციო-სარეკლამო ვიდეორგოლის მომზადება, რომელიც კლინიკა “კურაციოს” ახალ მისამართზე გადასვლას აანონსებს.
შესრულებული სამუშაო და ძირითადი კომპონენტები:
- დრონით გადაღება: შენობისა და მიმდებარე ურბანული გარემოს მაღალი ხარისხის საჰაერო გადაღება. ფოკუსი გაკეთდა ახალი ლოკაციის ვიზუალურ წარდგენასა და ქალაქის ინფრასტრუქტურასთან მის ინტეგრაციაზე.
- Motion Graphics და ვიზუალური ეფექტები (VFX): ბრენდირებული ლოგოს ანიმაციური ინტრო/აუტრო და ქართულენოვანი ტექსტური ინფორმაციის ვიზუალური გაფორმება.
- დეტალური საგზაო მარშრუტის ანიმაცია, სხვადასხვა საკვანძო წერტილიდან კლინიკამდე მისასვლელი გზის გასამარტივებლად.
- ხმის დიზაინი და პროფესიონალური გახმოვანება
შედეგად შეიქმნა მაღალპროდუქტიული ვიდეო, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ბრენდის იმიჯის გაძლიერებას, ისე აუდიტორიისთვის კონკრეტული ლოჯისტიკური ინფორმაციის ეფექტურ მიწოდებას.