დამკვეთის ბრიფი:
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიზანია შეიქმნას ერთგვარი საკომუნიკაციო ენა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი გახდება ქართული კულტურის წარდგენა დანარჩენი მსოფლიოსათვის. ეროვნული ცენტრის სურვილია გამოიკვეთოს კონცეფცია, სლოგანი და ლოგო, რომელიც ხაზს გაუსვამს ქართული ენისა და კულტურის თავისებურებას.
კონექტის მიდგომა:
სიტყვა არის ძალა, რომელიც იარაღად ასოთა სწორ განლაგებას იყენებს.
დამწერლობა ისეთი უნიკალური სისტემაა, რომელიც თავის სიღრმეებში ინახავს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას კულტურასა და ზოგადად, ჩვენს მსოფლმხედველობაზე. თუკი ასოებს ქვეცნობიერის მტვერს გადავწმენდთ, აღმოვაჩენთ სიმბოლოების საოცარ სამყაროს, სადაც გაბნეულია ცოდნა ჩვენი აზროვნების საწყისების შესახებ.
პროექტზე მუშაობისას ჩვენი გუნდის თითოეულმა წევრმა გაისიგრძეგანა მათი მნიშვნელობა და შექმნა 33 უნიკალური ხასიათი ქართული ანბანის 33 ასოსთვის.
•
პროექტზე მუშაობის პროცესში, რომელიც, მასშტაბურობიდან გამომდინარე, ნახევარი წლის მანძილზე მიმდინარეობდა, ჩართული იყო არაერთი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი, რომელთა სრული უმრავლესობაც ძალისხმევას არ იშურებდა სასურველი შედეგის მიღწევისათვის, რის შედეგადაც კამპანიისათვის შეიქმნა ერთგვარი სლოგანი „ Georgia made by characters”. თავდაუზოგავმა შრომამ და ამოცანისადმი სწორად მიდგომამ, თავის მხრივ, განაპირობა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში პირველობა და მათთან შემდგომი თანამშრომლობა.