პლატფორმა #2: უფრო მეტი მობილურობისა და მოსახერხებლობისათვის ჩვენმა გუნდმა გადაწვიტა ვებსაიტისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმის მიბმა, სადაც განთავსებულია ინფორმაცია კომპანიაში არსებული ვაკანსიების შესახებ. კონექტის გუნდმის მიერ შეიქმნა ვაკანსიების პლათფორმის სრული დიზაინი.
ჩემი კაბინეტი: ვებსაიტის მთავარ გვერდზე განთავსებული პლატფორმის "ჩემი კაბინეტი" შექმნა მთლიანად ემსახურება აბონენტების კომფორტსა და მათ დროულ ინფორმირებულობას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია უშუალო კავშირი გქონდეთ თავად კომპანიასთან და მიიღოთ ნებისმიერი მნიშვნელოვანი სიახლე თუ სხვა ინფორმაცია.
ენერგო პრო "ენერგო-პრო ჯორჯია" - ამიერკავკასიის რეგიონში წამყვანი ჰიდროენერგეტიკული ოპერატორი, რომელიც უზრულველჰყოფს აბონენტების მოთხოვნების შესაბამისი სერვისის მიწოდებასა და მომსახურების მაღალ ხარისხს 2016 წლიდან ემსახურება 1 200 000-ზე მეტ აბონენტს. კომპანიის მიზანია საიმედოდ და ეფექტურად მოახდინოს ელექტროენერგიის გენერაცია და დისტრიბუცია, რომელიც წარმოადგენს აბონენტთა შეუფერხებელი ენერგომომარაგების მთავარ წინაპირობას.
დამკვეთის ბრიფი: ელექტროენერგიის დისტრიბუციის ყველაზე მსხვილი კერძო კომპანიის "ენერგო პრო ჯორჯია" მიზანს წარმოადგენს რეგიონის მოთხოვნების შესაბამისი მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა, რომელთა რიგებში წარმოდგენილია 1 200 000-ზე მეტი აბონენტი. ჩვენი სურვილია შეიქმნას ვებსაიტი, სადაც კომპანიის შესახებ არსებული ინფორმაციის გარდა შესაძლებელი იქნება ისეთი სერვისების განთავსება, როგორიც არის ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და "პირადი კაბინეტი".
დიზაინის ფილოსოფია: მთავარი ამოცანა, რაც კომპანიის ვებსაიტზე მუშაობისას დავისახეთ, იყო მისი მაქსიმალურად მარტივი სტრუქტურის შექმნა, რათა მომხმარებელს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებოდა მასზე ლავირება. თუმცა, კლიენტის დავალების თანახმად, ვებსაიტს მივანიჭეთ ერთგვარი მულტიფუნქციურობა, რაც გულისხმობს ორი დამატებითი სერვისის საიტის სისტემაზევე მიბმას. მომხმარებელს აქვს საშუალება, მთავარ გვვერდზე გამოტანილ შეთავაზებებში, ისარგებლოს პირადი კაბინეტით ან გაეცნოს მიმდინარე ვაკანსიებს. თავის მხრივ, პირადი კაბინეტი შექმნილია აბონენტებისათვის და სრულად ემსახურება მათ ინფორმირებულობას.
ვებსაიტი: სიმარტივე, სიმსუბუქე, მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება - ეს ის მახასიათებლებია, რომელთა გარშემოც შეიქმნა კომპანიის ვებსაიტი, ვინაიდან, მისი ინფორმაციული ხასიათიდან გამომდინარე, სწორედ მარტივად სამართავი სისტემა არის ის, რაც უადვილებს დაინტერესებულ პირებს ვებსაიტით სარგებლობასა და კომპანიის შესახებ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის მოძიებას.
გარდა მოქნილი სისტემისა "კონქტის" გუნდმა გამოიყენა თავად კომპანიასთან ასოცირებული ფერი - ლურჯი, რომელიც აქცია დიზაინის აქტიურ ელემენტად, რამაც გარკვეული სიმსუბუქე და ინდივიდუალურობა შეიტანა ზოგად მოცემულობაში.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. აირჩიეთ რა ქუქი-ფაილების გამოყენების ნებართვა მოგვცეთ. შეგიძლიათ წაიკითხოთ მეტი ჩვენი ქუქი-ფაილების პოლიტიკის შესახებ
აუცილებელი
პრეფერენციები
მიზნობრიობა
ფუნქციონალურობა
არაკლასიფიცირებული
დეტალების ჩვენება
ქუქი-ფაილის დეკლარაცია
ქუქის შესახებ
აუცილებელი
პრეფერენციები
მიზნობრიობა
ფუნქციონალურობა
არაკლასიფიცირებული
ქუქი-ფაილები საშუალებას აძლევს ვებ-გვერდის ძირითად ფუნქციონალურობას, როგორიცაა მომხმარებლის შესვლა და ანგარიშის მართვა. ვებგვერდის გამოყენება შეუძლებელია აუცილებელი ქუქი-ფაილების გარეშე.
Cookies არის პატარა ტექსტური ფაილები, რომლებიც თქვენს კომპიუტერში იმ ვებ-გვერდების მიერ არის განთავსებული, რომლებსაც სტუმრობთ. ვებ-გვერდები იყენებენ ქუქი-ფაილებს, რათა მომხმარებლებს დაეხმარონ ეფექტურად ნავიგაციაში და გარკვეული ფუნქციების შესრულებაში. ვებ-გვერდის ოპერაციისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილების დაყენება ნებადართულია თქვენი ნებართვის გარეშე. ყველა სხვა ქუქი-ფაილი უნდა დამტკიცდეს, სანამ მათ ბრაუზერში დაყენებას შეძლებენ.
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი თანხმობა cookie-ების გამოყენებაზე ნებისმიერ დროს ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის გვერდზე. ჩვენ ასევე ვიყენებთ ქუქი-ფაილებს მონაცემების შესაგროვებლად ჩვენი რეკლამის პერსონალიზაციისა და ეფექტურობის გაზომვის მიზნით. დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ Google Privacy Policy.