დამკვეთის ბრიფი: საქართველოს საბანკო სექტორში „ლიბერთი ბანკი“ წარმოადგენს სიდიდით მე-3 ბანკს და ორიენტირებულია სწრაფ და ხარისხიან მომსახურებაზე. ჩვენი სურვილია ბანკით მოსარგებლეთათვის შეიქმნას პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები ისარგებლებენ ფასდაკლებითა და ე.წ. „ქეშბექ“ სისტემით სხვადასხვა მაღაზიასა თუ კომპანიაში.
დიზაინის ფილოსოფია: თანამედროვე სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს ე.წ. „ქეშბექი“ , რომელიც წარმოადგენს კლიენტთა მიმართ კომპანიის ლოიალურ დამოკიდებულებას და გულისხმობს ერთგვარ ფასდაკლების ტიპს. „ლიბერთი ბანკის“ ფასდაკლებისა და „ქეშბექ“ პლატპორმის დიზაინზე მუშაობისას მაქსიმალურად გავითვალისწინეთ კომპანიასთან ასოცირებული ფერები, რათა არ დაგვეკარგა ბმა მათ იდენტობასთან, ხოლო ინტერფეისი ვაქციეთ რბილ, მარტივად საორიენტაციო სივრცედ, რომლის მართვაც მოსახერხებელია ნებისმიერი მსურველისათვის.