დამკვეთი: სს ბაზისბანკი
ვებ საიტის დიზაინის დამზადება (UX/UI)
ვებ საიტის აწყობა/მარქაფი (FrontEnd)
ვებ საიტის დეველოპმენტი (BackEnd)
ვებ საიტის ოპტიმიზაცია (SEO)
ვებ გვერდის მხარდაჭერა (Web Support)
ვებ სერვერის მხარდაჭერა (VPS Support)
დამკვეთი: სს ბაზისბანკი
იმისთვის რომ ფინანსური ინსტიტუტი წარმატებული, მომგებიანი და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ორიენტირებული იყოს, თანამედროვე გამოწვევებს ფეხს უნდა უწყობდეს და მუდმივად ვითარდებოდეს. ამიტომაც ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად გასაგები, მარტივად აღსაქმელი და ხელმისაწვდომი ვებგვერდის შექმნა იყო.
ბაზისბანკის, ბაზარზე 27 წლიანი არსებობისა და განვითარების ისტორია იმას მოწმობს, რომ წლების განმავლობაში, სტაბილური ზრდისა და გაფართოების გარდა, ის მუდმივად ქმნის მომსახურებას, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებს მაქსიმალურადაა მორგებული, ნებისმიერ დროსა და მოცემულობაში.
27 წლიანი ისტორიის ერთ ვირტუალურ სივრცეში მოთავსება საკმაოდ საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა, რომელსაც თავი წარმატებით გავართვით.
ბაზისბანკი დღეს საქართველოს უმსხვილესი ბანკების ხუთეულშია. ის არაერთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს და მომხმარებლებს ქვეყნის ყველა წამყვან რეგიონში ემსახურება.
ბანკის ჰოლდინგში შედის “ბბ დაზღვევა” და “ბბ ლიზინგი”, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მომსახურების ეკოსისტემას. ბაზისბანკი ემსახურება როგორც საცალო მომხმარებელს, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს.
მისი მთავარი კონკურენტული უპირატესობა ყოველთვის იყო ინდივიდუალური მიდგომა – თითოეული მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება – მასშტაბის მიუხედავად.
ცალკე აღსანიშნავია BB.ge for Investors – პლატფორმა, რომელიც ინვესტიციების, ფინანსური ანგარიშებისა და მმართველი ბორდის შესახებ სრულ ინფორმაციას აერთიანებს.