დამკვეთი: სს თიბისი კაპიტალი
- ვებ საიტის დიზაინის დამზადება (UX/UI)
- ვებ საიტის აწყობა/მარქაფი (FrontEnd)
- ვებ საიტის დეველოპმენტი (BackEnd)
- ვებ საიტის ოპტიმიზაცია (SEO)
- ვებ სერვერის მხარდაჭერა (VPS Support)
დამკვეთი: სს თიბისი კაპიტალი
TBC Capital-ის მიერ მოწოდებულ ვებსაიტის დიზაინზე, Connect-ის ვებ-დეველოპერების გუნდმა იმუშავა და საბოლოოდ ეს პროექტი შეიქმნა. ვებსაიტზე ნახავთ როგორც კომპანიის შესახებ ინფორმაციას, ასევე სხვადასხვა ტიპის სიახლეებსა და ბლოგ-პოსტებს. საიტს აქვს subscribe model-ის ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც, მომხმარებელს შეუძლია გამოიწეროს გვერდი და მიიღოს შეტყობინება ყველა ინფორმაციის განახლებისას.
ვებსაიტზე შეხვდებით ინვესტიციების გვერდს, სადაც დეტალურად არის ჩაშლილი ინფორმაცია ხელშეკრულებებისა და მომსახურებების შესახებ. ასევე ქვეყნდება პუბლიკაციები მაკროეკონიმიკის, სექტორული კვლევებისა და ფინანსური ბაზრების შესახებ. ვებსაიტზე ხელმისაწვდომია სავაჭრო პლატფორმა და კლიენტთა პორტალი.
TBC Capital არის თიბისი ბანკის შვილობილი, საქართველოს წამყვანი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანია, რომელიც კლიენტებს ფინანსური მიზნების მიღწევაში ეხმარება. თიბისი კაპიტალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრების განვითარებაში.