დამკვეთი: ელ თი ბი
ვებ საიტის დიზაინის დამზადება (UX/UI)
ვებ საიტის აწყობა/მარქაფი (FrontEnd)
ვებ საიტის დეველოპმენტი (BackEnd)
ვებ საიტის ოპტიმიზაცია (SEO)
ვებ გვერდის მხარდაჭერა (Web Support)
ინოვაციური გადაწყვეტილება e-commerce ვებსაიტის შექმნისას
LTB წარმოადგენს სამშენებლო მასალების წამყვან ელექტრონულ პლატფორმას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და სერვისების სრულ სპექტრს.
ვებსაიტი, რომელიც LTB-ის შესაძლებლობებს ასახავს
ჩვენი გუნდის მიზანი იყო ვებსაიტის შექმნა, რომელიც სრულყოფილად წარმოაჩენდა LTB-ის ასორტიმენტს და მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომსა და მოსახერხებელს გახდიდა ონლაინ შოპინგის პროცესს.
რა ფუნქციებს მოიცავს ვებსაიტი?
თანამედროვე ტექნოლოგიები და დიზაინი
ვებსაიტისთვის გამოყენებულია PHP/Laravel და Javascript/Vue.JS ტექნოლოგიები, რაც უზრუნველყოფს მის მაღალ სიჩქარეს და ინტუიციურ ინტერფეისს. ვებგვერდი 100%-ით ადაპტირებულია ნებისმიერი ტიპის მოწყობილობაზე და იდეალურად პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს. ვებსაიტი ინტეგრირებულია CRM სისტემასთან, რათა კომპანიისთვის გამარტივებული იყოს პროდუქციის გაყიდვისა და მომხმარებლების ასახვის პროცესი.
დიზაინი, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული
ვიზუალური და ფუნქციური ელემენტების ოპტიმალური დაბალანსებით, LTB-ის ვებსაიტი ხაზს უსვამს პროდუქციის ხარისხსა და ბრენდის სანდოობას.
რატომ Connect?
Connect-ის 15 წლიანი გამოცდილება გვეხმარება შევქმნათ საიმედო, ინოვაციური და ეფექტური ციფრული გადაწყვეტილებები.
გჭირდებათ ფუნქციური და მომხმარებელზე ორიენტირებული ვებსაიტი?