უმსხვილესი მულტიპროფილური ჰოსპიტალის ციფრული რენოვაცია
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტაციის მფლობელი, უმსხვილესი მულტიპროფილური ჰოსპიტალია, რომელიც 200-ზე მეტ სამედიცინო სერვისს, ყოველწლიურად, 100 000-ზე მეტ პაციენტს აწვდის. კომპანიის ვებ-გვერდის სრულყოფილ განახლებაზე, CONNECT-ის გუნდმა იმუშავა.
განახლებული ვებსაიტი და ახალი სტანდარტი ჯანდაცვის სექტორში
თანამედროვე, დახვეწილი ვებსაიტი CMChospital.ge მომხმარებლის საჭიროებებს იდეალურად პასუხობს. გათვალისწინებულია ყველა ის ინტერესი, რომელიც პაციენტსა და ჰოსპიტალს შორის არსებულ ურთიერთობაში ჩნდება.
რა შესაძლებლობებს სთავაზობს ვებსაიტი მომხმარებელს?
კავკასიის მედიცინის ცენტრის ვებსაიტი არა მხოლოდ ინფორმაციულია, არამედ ესაა ფუნქციური პლატფორმა, სადაც:
- მომხმარებელს პერსონალურ კაბინეტზე აქვს წვდომა, სადაც შეუძლია საკუთარი პროფილი შექმნას, მართოს ჯანდაცვის სერვისები და მარტივად აკონტროლოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროცესები.
- შეუძლია ონლაინ დაჯავშნოს ვიზიტი, აირჩიოს ექიმი, ვიზიტის დრო და მომსახურების ტიპი.
- მომხმარებელი დეტალურად ეცნობა სერვისებს და სამედიცინო პროგრამების შესახებ ინფორმაციას. ასევე ნახავთ სამედიცინო პერსონალის პროფილებს.
- მონაცემები საიმედოდაა დაცული – უსაფრთხო და კონფიდენციალური პლატფორმა უზრუნველყოფს, მომხმარებლების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ, პერსონალურ მონაცემთა დაცვას.
თანამედროვე, სწრაფი და ინტერაქტიული ვებსაიტი
კავკასიის მედიცინის ცენტრის ვებსაიტის განახლებისთვის გამოვიყენეთ PHP/Laravel და JavaScript/Vue.js, რათა პლატფორმა გამორჩეულად ფუნქციური და ტექნიკურად სრულყოფილი ყოფილიყო.
ამ ტექნოლოგიებით უზრუნველვყავით:
- სისწრაფე – უფრო სწრაფი ჩატვირთვის დრო, მომხმარებლის კომფორტისთვის.
- სანდოობა – მყარი სისტემები, რომლებიც მომხმარებლის ურთიერთქმედებას შეუფერხებლად მართავს.
- სიმარტივე – ინტუიციური ინტერფეისი, რომელიც საიტზე ნავიგაციას ამარტივებს.
დიზაინი, რომელიც ნდობას აძლიერებს და მომხმარებელს იზიდავს
Connect-ის ვებ დიზაინერების ჯგუფმა შეიმუშავა ვიზუალური სტილი, რომელიც ხაზს უსვამს ჯანდაცვის სექტორის საჭიროებებს და CMC-ის ბრენდის იდენტობას.
- დამამშვიდებელი ფერები – თბილი და ნეიტრალური ტონები, რომლებიც ნდობას და ზრუნვის შეგრძნებას აღვივებს.
- ინტუიციური ნავიგაცია – ყველა მნიშვნელოვანი სექცია მარტივად ხელმისაწვდომია, რაც მომხმარებლისთვის კომფორტულ გამოცდილებას ქმნის.
- მობილური ოპტიმიზაცია – ვებსაიტი სრულად ადაპტირებულია ყველა მოწყობილობაზე, რაც მის გამოყენებას მოსახერხებელს ხდის, როგორც კომპიუტერზე – ისე სმარტფონზე.
- ვიზუალური კომუნიკაცია – ვიზუალურად დახვეწილი ბანერები და სექციები მომხმარებლებს საჭირო ინფორმაციას მარტივად აწვდიან.
რატომ უნდა აირჩიოთ CONNECT?
თუ გსურთ თანამედროვე, ინოვაციური და ეფექტური ინტერნეტ პლატფორმის შექმნა, Connect-ის გამოცდილი გუნდი, თექვსმეტწლიანი გამოცდილებით, თქვენთვის იდეალურ მომავალ პარტნიორს წარმოადგენს.
თუ ვებსაიტის დამზადება ან უკვე არსებული საიტის განახლება გსურთ, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 📞 032 2 47 07 70
ერთად ვაქციოთ თქვენი იდეები რეალობად!