პარტნიორი

Carexpress

იხილეთ საიტი

დამკვეთი: Carexpress

  • სოციალური ქსელების მართვა (SMM)
  • კონტენტის წარმოება/შექმნა (Content Creation)
  • ვიზუალური ბრენდინგი (Visual Branding)
  • სარეკლამო კამპანიების მართვა (Digital Advertising / Meta Ads)
  • ლიდების გენერირება (Lead Generation)
  • სარეკლამო ტექსტების წერა (Copywriting)
საიტის შექმნა - Carexpress

“Carexpress“ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ლიცენზირებული ავტო-იმპორტიორია, რომელსაც 15 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია ავტომობილების იმპორტს მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო აუქციონებიდან ახორციელებს.

 

„Carexpress“ გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული ინოვაციური სერვისებით, როგორიცაა თანადაფინანსების სისტემა და ტრანსპორტირებისას მიყენებული ზიანის დაზღვევა.

 

ჩვენი თანამშრომლობა „Carexpress“-თან ფოკუსირებული იყო სოციალური ქსელებისთვის კონტენტის შექმნასა და მართვაზე, რაც მიზნად ისახავდა ბრენდის ციფრული პოზიციონირების გამყარებასა და მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას.

 

1. ციფრული არხების სრულყოფილი მართვა

ჩვენი გუნდი სრულად მართავდა „Carexpress“-ის ციფრულ არხებს, რაც მოიცავდა სტრატეგიულ დაგეგმვას, კამპანიების სტრუქტურირებას და ყოველდღიურ ოპტიმიზაციას. მთავარი ამოცანა იყო ბრენდის უნიკალური უპირატესობების წარმოჩენა და მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია.

 

2. პრემიუმ კონტენტის შექმნა და ვიზუალური ბრენდინგი

პროექტის ყველაზე ძლიერი მხარეს წარმოადგენდა კონტენტის შექმნა, რომლითაც ბრენდის ვიზუალური იდენტობა მკვეთრად გაუმჯობესდა:

 

  • მრავალფეროვანი ვიდეოკონტენტი: შეიქმნა მაღალი ხარისხის ვიდეო მასალები (მათ შორის TikTok-ის ფორმატის კონტენტი), რომელიც მომხმარებლებს მარტივად უხსნიდა იმპორტის კომპლექსურ პროცესებსა და ფინანსურ პირობებს.
  • ფოტო და გრაფიკული დიზაინი: ესთეტიკურად მაღალ დონეზე შესრულებული ფოტო მასალისა და გრაფიკული დიზაინის (პოსტერები) წარმოება. ამან კონკურენტულ ბაზარზე ბრენდის პრემიუმ ვიზუალური პოზიციონირება უზრუნველყო.
  • ქოფირაითინგი: ყველა ვიზუალს თან ერთვოდა ბრენდის ტონალობაზე მორგებული, გაყიდვების ხელშემწყობი ტექსტები.

     

3. ციფრული რეკლამა 

მიუხედავად დროის მოკლე მონაკვეთისა, განხორციელდა META Ads-ის სტრატეგიული კამპანიები ცნობადობაზე, ჩართულობასა და ლიდების გენერირებაზე ფოკუსირებით. ამ კამპანიებმა, საფუძველი ჩაუყარა მომავალი ზრდის პოტენციალს, უზრუნველყო სტაბილური ციფრული ნაკადი და შემდგომი მასშტაბირებისთვის მყარი ბაზა შექმნა.

 

ჩვენი 6 თვიანი სამუშაოს ფარგლებში, „Carexpress“-მა მიიღო სრულად ფორმირებული, მაღალი ხარისხის ციფრული არქივი და გამყარებული ვიზუალური იდენტობა ციფრულ პლატფორმებზე.

 

მსგავსი პროექტები