CONNECT-ში ვქმნით შესაძლებლობას, რომ ციფრულ სივრცეში შენი მცირე ბიზნესის ინტეგრაცია მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური იყოს. ჩვენი ახალი სერვისი – შაბლონური ვებსაიტები – იდეალური გადაწყვეტაა მათთვის, ვისაც ოპტიმალური ბიუჯეტით და მინიმალურ დროში თანამედროვე, დახვეწილი და სრულფასოვანი ვებსაიტი სჭირდება.
მომხმარებლისთვის პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია: შენ უბრალოდ ირჩევ სასურველ მზა დიზაინს ჩვენი კატალოგიდან, ჩვენ კი უზრუნველვყოფთ მის ადაპტაციას შენს ბრენდზე. შედეგად იღებ გამართულ, სწრაფ და საძიებო სისტემებისთვის (SEO) ოპტიმიზებულ ვებსაიტს, ყველაფრით, რაც წარმატებული სტარტისთვის გჭირდება 🚀
რას მოიცავს სერვისი და რა შედის ფასში?
- ვებსაიტის გამართვა: ჩვენ ვათავსებთ თქვენს ტექსტებსა და ფოტომასალას, რათა საიტმა დასრულებული, პროფესიონალური სახე მიიღოს.
- მარტივი მართვის პანელი (CMS): პროექტის ჩაბარების შემდეგ, მართვის პანელიდან თავად შეძლებთ სურათების განახლებას და ტექსტების კორექტირებას ყოველგვარი პროგრამული ცოდნის გარეშე.
- დომენის შერჩევა და რეგისტრაცია: დაგეხმარებით თქვენი ბიზნესისთვის იდეალური, დასამახსოვრებელი სახელის შერჩევაში რეგისტრაციაში.
- საიტის გაშვება: ჩვენ გაგინთავსებთ ვებ-საიტს საიმედო, უსაფრთხო და სწრაფ ჰოსტინგზე. ჩვენი გუნდი პასუხისმგებელია საიტის ინტერნეტში წვდომადობაზე.
- პროფესიული ელ. ფოსტის შექმნა: ბრენდის სანდოობისა და იმიჯის ასამაღლებლად, შეგიქმნით კორპორატიულ ელექტრონულ ფოსტას (მაგ: info@shenisaiti.ge).
- ტექნიკური მხარდაჭერა: CONNECT-ის გუნდი მზადაა, მომავალშიც დაგეხმაროს ტექნიკური საკითხების მოგვარებასა და შეუფერხებელ მუშაობაში.
