Image alt text

პინგო

პარტნიორი

პინგო

იხილეთ საიტი

დამკვეთი:ნაყინის მწარმოებელი კომპანია “პინგო”

  • ბრენდინგი (Branding)
  • ვებ საიტის დიზაინის დამზადება (UX/UI)
  • ვებ საიტის აწყობა/მარქაფი (FrontEnd)
  • ვებ საიტის დეველოპმენტი (BackEnd)
  • ვებ საიტის ოპტიმიზაცია (SEO)
Image alt text
Image alt text
   თუ თქვენ გჭირდებათ ვებ-გვერდი ყველა სახის მომხმარებლისთვის, მაშინ ვალდებული ხართ ნებისმიერ ადამიანს მოაწონოთ თქვენი გვერდი. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით თანამედროვე საინფორმაციო ვებ-გვერდი მოზარდებისა და უფროსებისთვის, ანიმაცია ბავშვებისთვის და რეგისტრაციის საშუალება „პინგოს“ ბიზნეს პარტნიორებისთვის.
დამკვეთის ბრიფი:
დიდი გამოცდილებისა და სამტავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შექმნილი ნაყინის ბრენდი „პინგო“ წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულითა და მაღაკლი ხარისხის შესაბამისი გარემო პირობებით ნაწარმოებ პროდუქტს. ჩვენი სურვილია კომპანიისათვის შეიქმნას ვებ გვერდი და სრული ბრენდინგი.

დიზაინის ფილოსოფია:

პატარა, ლოყაწითელი, მომხიბვლელი პინგვინი, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს, არის კომპანიისათვის „პინგო“ შექმნილი პერსონაჟი, რომელიც წარმოადგენს ამავე კომპანიის მხიარული და ფერადი კამპანიის ნაწილს. პატარა არსებას შეხვდებით ვებსაიტზეც, რომლის მრავალფეროვანი, ცოცხალი და მხიარული ვიზუალიც მარტივად დასამახსოვრებელი და ადვილად ამოსაცნობია როგორც უფროსებისათვის, ასევე პატარებისთვისაც. საერთო მხიარულების განუყოფელი ნაწილია მრავალფეროვანი, უნიკალური შეფუთვა თითოეული ნაყინის სახეობისათვის, რომელიც ხალისიანი, მომხიბვლელი მოძრაობებით, თითქოს, პოზირებენ მაუსის მიტანისთანავე.