მოდის სამყაროს ვებ-გვერდზე გადატანას საკმაოდ სპეციფიკური მიდგომა სჭირდება. ჩვენ მოვარგეთ ინტერნეტ-გვერდის ესთეტიკა და ფუნქციონალი დიზაინერის სტილს და ხედვას, რამაც კიდევ უფრო წარმოაჩინა ნამუშევრები.
დამკვეთის ბრიფი: „აკანანიტა“ წარმოადგენს მოდის დიზაინერი აკა ნანიტაშვილის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიის ონლაინ ვერსიას, რომლის სურვილიც არის ონლაინ მაღაზიისათვის შეიქმნას მის ხასიათსა და იდენტობაზე მორგებული ვებგვერდი და ვიდეოფროდაქშენი. დიზაინის ფილოსოფია: პროექტ „აკანანიტა“-ზე მუშაობა მეტად საინტერესო გამოცდილება იყო ჩვენი სააგენტოსათვის. ვეცადეთ და შევქმენით ბრენდის ესთეტიკისა და განწყობის მატარებელი ვებსაიტი და ვიდეო, რომელიც საერთო კონცეფციის განუყრელ ნაწილად იქცა. ინდივიდუალურ სულთან ერთად „აკანანიტა“-თვის შექმნილი ვებგვერდი წარმოადგენს გამართული ფუნქციონალისა და მარტივად სამართავი სისტემის სინთეზს, სადაც განთავსებულია მის შესახებ არსებული ყველა საჭირო თუ სასურველი ინფორმაცია.