დამკვეთის ბრიფი:
ბრენდის დაარსების მიზანია მიაწოდოს მომხმარებელს თანამედროვე და ამავდროულად კომფორტული ავეჯი, ინტერიერის დიზაინის აქსესუარები და დეკორის ელემენტები. მოთხოვნა არის კომპანიისათვის შეიქმნას სახელი, ლოგო და ბრენდინგი.
დიზაინის ფილოსოფია:
მუშაობის დაწყებისთანავე ვიგრძენით, რომ კომფორტერის ვიზუალური აიდენტიკა უნდა ყოფილიყო თავად ბრენდის ხედვის ავთენტური. თანამედროვე ელემენტებით ზომიერად გაჯერებული გამომსახველობა და მინიმალისტური ფორმები ქმნიან ბრენდის იდენტობას.