დამკვეთი: შპს ალტა რითეილი
- თვითმომსახურების კიოსკის დიზაინის დამზადება (UX/UI)
- თვითმომსახურების კიოსკის პროგრამის აწყობა/მარქაფი (FrontEnd)
- თვითმომსახურების კიოსკის პროგრამის დეველოპმენტი (BackEnd)
დამკვეთი: შპს ალტა რითეილი
თვითმომსახურების ტერმინალის მეშვეობით შესაძლებელია სასურველი წვრილი ტექნიკის მოძიება, შეკვეთა და ასევე შეძენა. შესაძლებელია მისამართის დაზუსტება და კურიერისთვის ადგილმდებარეობის დეტალური ინფორმაციის მიწოდება. ალტას თვითმომსახურების აპარატი აღჭურვილია მაღალი ხარისხის სენსორული ეკრანებით და გამორჩეული გრაფიკული ინტერფეისით, რაც მარტივსა და კომფორტულს ხდის მომხმარებლისთვის ტექნიკის შეძენას.
ტერმინალში ინტეგრირებულია უახლესი გადახდის სისტემები, რომლებიც უსაფრთხო და სწრაფი ტრანზაქციების განხორციელებას უზრუნველყოფს. თვითმომსახურების ტერმინალი მორგებულია, როგორც მომხმარებელზე, ასევე მომუშავე პერსონალზე. მომხმარებლებს აქვთ წვდომა პროდუქციის დეტალურ კატალოგზე, მყისიერ გადახდის სისტემაზე, რაც თავისთავად არიდებთ მათ რიგში დგომასა და დროის კარგვას. ხოლო მომსახურე პერსონალის კუთხით, ის ხელს უწყობს თანამშრომლების ეფექტურ მუშაობას და უზრუნველყოფს მონაცემთა ანალიზსა და გაყიდვების კონტროლს.
Alta-ს თვითმომსახურების ტემინალი ამარტივებს გაყიდვებს და ბევრად კომფორტულს ხდის შოპინგს.
Alta ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიების ფართო ასორტიმენტს. ქსელი უზრუნველყოფს როგორც ციფრული, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღალ ხარისხსა და სანდოობას.
Alta-ს თვითმომსახურების ტერმინალი არის ინოვაციური პროექტი ქართული ტექნიკის გაყიდვების სფეროში. Connect-ის პროფესიონალმა დეველოპერებისა და დიზაინერთა გუნდმა შექმნა ვიზუალურად შთამბეჭდავი დიზაინი და მისი ტექნიკური მხარე პროგრამულად უზრუნველყო.