დამკვეთი: კამარა
- ვებ საიტის აწყობა (FrontEnd)
- საიტის დიზაინის ადაპტირება (UX/UI)
- კონტენტის ინტეგრაცია
- ვებ საიტის ოპტიმიზაცია (SEO)
- ვებ გვერდის მხარდაჭერა (Web Support)





“კამარა” გამორჩეული საცხოვრებელი პროექტია, რომელიც თელავში, ზუზუმბოს ეკოლოგიურად სუფთა და პრესტიჟულ ზონაში შენდება. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მშვიდ საცხოვრებელ გარემოსა და კავკასიონის პანორამულ ხედებს, რაც მას რეგიონში ერთ-ერთ მიმზიდველ საინვესტიციო ობიექტად აქცევს.
CONNECT-ის გუნდის წინაშე იდგა ამოცანა – შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც პოტენციურ მობინადრეებს ზუზუმბოს პროექტის ყველა უპირატესობას დეტალურად გააცნობდა. დამკვეთის მხრიდან მთავარი მოთხოვნა სისწრაფე იყო, რის გამოც არჩევანი სამშენებლო სექტორისთვის წინასწარ ოპტიმიზებულ შაბლონურ ვებსაიტზე შეჩერდა.
Kamara.ge პირველი პროექტია, რომელიც ამ სპეციალური შაბლონით დავამზადეთ. შედეგად, ვებსაიტი სულ რაღაც 5 დღეში უკვე სრულ მზადყოფნაში იყო.
სამშენებლო სექტორისთვის ოპტიმიზებული შაბლონის გამოყენებით, ჩვენ შევქმენით საიტი, რომელიც სრულად პასუხობს პროექტის საჭიროებებს:
“კამარას” მაგალითმა აჩვენა, რომ კონკრეტული სამშენებლო პროექტისთვის პროფესიონალური ვებსაიტის შექმნა უმოკლეს ვადებშიც შეიძლება. CONNECT-ის ეფექტური მიდგომით, ზუზუმბოს საცხოვრებელმა კომპლექსმა სრულყოფილი ციფრული სახე, ზუსტად იმ დროს მიიღო, როდესაც გაყიდვების აქტიური ფაზა დაიწყო.
გაქვთ დეველოპერული პროექტი, რომელსაც ვებსაიტის დაზმადება მოკლე დროში სჭირდება? მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომერზე 📞 032 2 47 07 70 და ჩვენს გუნდთან ერთად თქვენს იდეას 5 დღეში რეალობად ვაქცევთ!