საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

ვებსაიტის დამზადება - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
ვებსაიტის დიზაინი - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
ციფრული სერვისები - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

პარტნიორი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

იხილეთ საიტი

დამკვეთი: სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
 

  • ვებ საიტის დიზაინის დამზადება (UX/UI)

  • ვებ საიტის აწყობა/მარქაფი (FrontEnd)

  • ვებ საიტის დეველოპმენტი (BackEnd)

  • ვებ საიტის ოპტიმიზაცია (SEO)

საიტის შექმნა - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
UX-UI დიზაინი - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF) 1997 წლიდან ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ფონდი მსოფლიოს უმსხვილეს საინვესტიციო ბანკებთან თანამშრომლობს და ისეთ სტრატეგიულ პროექტებს ახორციელებს, როგორიცაა ურბანული განახლება, სკოლების მშენებლობა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია.

 

ჩვენი მიზანი იყო ისეთი თანამედროვე, გამჭვირვალე და მაღალტექნოლოგიური ვებ-საიტი შეგვექმნა, რომელიც ფონდის მრავალფეროვან საქმიანობას სრულყოფილად წარმოაჩენდა. საიტი შექმნილია იმისათვის, რომ ინფორმაცია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის (იქნება ეს დონორი ორგანიზაცია თუ რიგითი მოქალაქე) მარტივად იყოს ხელმისაწვდომი.

 

რა ფუნქციებს მოიცავს ვებსაიტი?
 

  • პროექტების მასშტაბური არქივი – ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების დეტალური ბაზა.
  • დონორებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია – ინფორმაცია საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი ინვესტიციების შესახებ.
  • გამჭვირვალობა და ანგარიშგება – სახელმწიფო შესყიდვების, ტენდერებისა და ფონდის საქმიანობის შესახებ ოფიციალური დოკუმენტაციის მარტივი ძიების სისტემა.
  • მულტიფუნქციური სიახლეების პლატფორმა – რეალურ დროში განახლებადი ინფორმაცია მიმდინარე მშენებლობების, რეაბილიტაციისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

 

 

ვებსაიტის შექმნისას გამოყენებულია უახლესი ვებ-ტექნოლოგიები. საიტი სრულადაა ოპტიმიზებულია საძიებო სისტემებისთვის (SEO) და ნებისმიერი ტიპის მოწყობილობაზეა ადაპტირებული. ინტუიციური ინტერფეისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს,  მარტივად იპოვოს მისთვის სასურველი ინფორმაცია.
 

ვიზუალური გადაწყვეტილებები ფონდის რეპუტაციასა და სტაბილურობას ეფუძნება. UX/UI დიზაინი ორიენტირებულია ინფორმაციის სტრუქტურირებულ მიწოდებაზე, სადაც ფუნქციური ელემენტები და ვიზუალური ბალანსი პროფესიონალურ და სანდო ციფრულ გარემოს ქმნის.

 

რატომ Connect?
 

როგორც ხედავთ, CONNECT-ის 17-წლიანი გამოცდილება გვეხმარება, რომ ასეთი საიმედო, ინოვაციური და ეფექტური ციფრული პროდუქტები შევქმნათ, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორისთვის.

 

გჭირდებათ ფუნქციური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვებსაიტი?

დაგვიკავშირდით დღესვე!

 

მსგავსი პროექტები