დამკვეთი: შპს "ელ არ ჯი ჰოლდინგი" (LRG Holding)
ვებ საიტის დიზაინის დამზაება (UX/UI)
ვებ საიტის აწყობა/მარქაფი (FrontEnd)
ვებ საიტის დეველოპმენტი (BackEnd)
ვებ საიტის ოპტიმიზაცია (SEO)
ვებ სერვერის მხარდაჭერა (VPS Support)



დამკვეთი: შპს "ელ არ ჯი ჰოლდინგი" (LRG Holding)


"ელ არ ჯი ჰოლდინგი" მრავალპროფილური საინვესტიციო კომპანიაა, რომლის პორტფელიც 10-ზე მეტ შვილობილ კომპანიასა და 400-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს სავაჭრო, დისტრიბუციის, საცალო ვაჭრობის, სტუმარმასპინძლობისა და ლოგისტიკის სფეროებში.
კომპანიის მთავარი კორპორატიული ვებსაიტის შექმნაზე CONNECT-ის გუნდმა იმუშავა. ვინაიდან პლატფორმა, პირველ რიგში, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისა თუ ინვესტორებისთვისაა განკუთვნილი, მთავარი აქცენტი მის სისწრაფეზე, თანამედროვე ვიზუალსა და ინფორმაციის მარტივ სტრუქტურირებაზე გაკეთდა.
რა ფუნქციებს მოიცავს ვებსაიტი?
ვებსაიტის შექმნისას გამოყენებულია უახლესი ვებ-ტექნოლოგიები. საიტი სრულადაა ოპტიმიზებული საძიებო სისტემებისთვის (SEO) და ნებისმიერი ტიპის მოწყობილობაზეა ადაპტირებული. სრული რესპონსიულობა და ინტუიციური ნავიგაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მისთვის სასურველი ინფორმაცია შეუფერხებლად მიიღოს.
ვიზუალური გადაწყვეტილებები ჰოლდინგის სტაბილურობასა და სამომავლო ხედვას ეფუძნება. UX/UI დიზაინი ორიენტირებულია ინფორმაციის სტრუქტურირებულ მიწოდებაზე, სადაც დინამიკური ანიმაციები, ვიდეოკონტენტი და ვიზუალური ბალანსი პროფესიონალურ და სანდო ციფრულ გარემოს ქმნის.
როგორც ხედავთ, CONNECT-ის მრავალწლიანი გამოცდილება გვეხმარება, რომ ასეთი საიმედო, ინოვაციური და ეფექტური ციფრული პროდუქტები შევქმნათ მსხვილი ბიზნესისა და ჰოლდინგური კომპანიებისთვის!