ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესის სამყაროში წარმატების განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კარგი ვებსაიტია. ციფრულ სამყაროში კომუნიკაციის მნიშნველოვანი წყარო, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს ექმნება წარმოდგენა ბრენდის ხასიათზე. კარგი ვებსაიტი ხასიათდება უნიკალური დიზაინით, გამართული ფუნქციონალითა და მოქნილი, მარტივად სამართავი სისტემით.
Connect- ში, საბოლოო შედეგის დადგომამდე, ვებსაიტი გადის საკმაოდ გრძელ და შრომატევად პროცესს. პროცესი შედგება რამდენიმე საფეხურისაგან:
- ტექნიკური დავალების შემუშავება
- დიზაინი (UX- user experience; UI -user interface)
- დეველოპმენტი (frontend and backend)
- ტესტირება (Bug Fixing)
- ვიზუალური და ტექსტუალური კონტენტის შეყვანა.
- ძიების ოპტიმიზაცია (ON SITE SEO)
- მართვის სისტემის ტრენინგი
მრავალწლიანმა გამოცდილებამ ჩვენს გუნდს საშუალება მისცა შეექმნა ისეთი სირთულის პლატფორმები თუ საიტები, როგორიცაა JTI Club- ის საბონუსე სისტემა და ანაგის კორპორატიული საიტი. ჩვენი შექმნილი ვებგვერდები tpmm.ge და winehistory.ge კი დაჯილდოვდა www.awwwards.com ის მიერ.