Image alt text

JTI CLUB - ბონუს პლათფორმა

პარტნიორი

JTI CLUB - ბონუს პლათფორმა

იხილეთ საიტი

დამკვეთი: JTI CLUB საქართველო

  • ბრენდინგი (Branding)
  • ვებ საიტის დიზაინის დამზადება (UX/UI)
  • ვებ საიტის აწყობა/მარქაფი (FrontEnd)
  • ვებ საიტის დეველოპმენტი (BackEnd)
  • ვებ საიტის ოპტიმიზაცია (SEO)
Image alt text
Image alt text
დამკვეთის ბრიფი:
JTI თამბაქოს წამყვანი მწარმოებელი კომპანიაა საერთაშორისო მასშტაბით, რომელმაც გადაწყვიტა შექმნას სავაჭრო პლატფორმა, მიზანი კი არის პარტნიორი სავაჭრო პუნქტების თანამშრომლების ჩართულობის გაზრდა გაყიდვებში და მათი წახალისება სხვადასხვა პრიზითა თუ ფულადი ჯილდოთი. ჩვენი სურვილია კომპანიისათვის შეიქმნას კორპორაციული ბრენდინგი და სავაჭრო პლატფორმა, რის ფარგლებშიც შევძლებთ ჩვენი მიზნის განხორციელებას.

დიზაინის ფილოსოფია:
JTI Club-ზე მუშაობა, მისი საერთაშორისო მნიშვნელობიდან გამომდინარე, „კონექტი“-ს გუნდისათვის ძალიან საინტერესო გამოწვევად იქცა, რომელიც წარმოადგენს საქართველოში არსებულ მაღაზიებში მომუშავე ადამიანების საბონუსე პლატფორმას. იგი პირდაპირ კავშირშია JTI- ს მიერ წარმოებულ სხვადასხვა ცნობილი ბრენდის სიგარეტის გაყიდვასთან, რის საფუძველზეც კონსულტანტები თუ სხვა პოზიციებზე მომუშავე თანამშრომლები ერთვებიან მის მიერ შექმნილ კამპანიებში და შესაძლებლობა ეძლევათ სხვადასხვა პრიზისა თუ ფულადი ჯილდოს მიღების.

კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში „კონექტის“ ავტორობითა და მაქსიმალური ჩართულობით შეიქმნა პლატფორმის სრული ტექნიკური და ვიზუალური მხარე, მართვის სისტემა და აპლიკაცია, რომელიც გარდა საქართველოსა, წარმატებით მუშაობს სომხეთში და უახლოეს მომავალში იგეგმება აზერბაიჯანში ამოქმედება.