Image alt text

Rosemonts & Co

პარტნიორი

Rosemonts & Co

იხილეთ საიტი

დამკვეთი:Rosemonts and Co

  • ლოგო და ბრენდინგი (Logo/Branding)
  • კორპორატიული სტილი (Corporative Style)
  • ვებ საიტის დიზაინის დამზადება (UX/UI)
  • ვებ საიტის აწყობა/მარქაფი (FrontEnd)
  • ვებ საიტის დეველოპმენტი (BackEnd)
  • ვებ საიტის ოპტიმიზაცია (SEO)
Image alt text
Image alt text
დამკვეთის ბრიფი:
“Rosemonts and Co” სურვილების სახელოსნოა, სადაც შესაძლებელია დამზადდეს სხვადასხვაგვარი დეკორაცია, აეწყოს სცენები თეატრებისა თუ გადასაღები მოედნებისათვის, შეიქმნას ინტერიერისა თუ ექსტერიერის დიზაინი, მცირე დეტალებიდან მთლიანი ქალაქის სადღესასწაულო შეფუთვამდე. ჩვენი სურვილია კომპანიისათვის შეიქმნას ლოგო, კორპორაციული სტილი და ვებსაიტი.

დიზაინის ფილოსოფია:
ავტრალიურ კომპანიასთან -“Rosemonts and Co”- მუშაობა ძალიან უცნაური და საოცრად საინტერესო იყო კონექტის გუნდისთვის, გამომდინარე მათი სპეციფიკიდან. ეს არის კომპანია, რომლის მთავარი ამოცანა და ყოველდღიური, საქმიანობაც მიმართულია ათასგვარი ფანტაზიის გაცოცხლებისა და ხორცშესხმისაკენ. კონექტის გუნდს წილად ხვდა პატივი შეექმნა ჯადოქრობის ამ საოცარი სახელოსნოსათვის ლოგო, ვებგვერდი და კორპორაციული ბრენდინგი.
ბრენდინგზე ფიქრისას მაქსიმალურად გავითვალისწინეთ კომპანიის უნიკალური ხასიათი, რომელიც წარმატებით ინტეგრირდა ლოგოსა და ვებგვერდის დიზაინში და მოგვცა ერთიანი, ძლიერი ურთიერთმიმართება, რომელიც მოდერნისტული ჟანრის ერთ-ერთ მიმდინარეობაში - არტნუვოში გარდაისახა. ლოგო-დეკორი, რომელიც ჟანრის შესანიშნავ მაგალითად გვევლინება, ასევე გვხვდება ვებსაიტის პირველ გვერდზე. მისი სენსიტიური ფუნქციონალი მაუსის მიახლოვებისას იშლება სხვადასხვა ფუნქციურ რკალად და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ვებსაიტი დამთვალიერებელს ეხსნება და იწვევს საკუთარ, საოცარ სამყაროში.