ვებ დეველოპმენტი: პროფესიის სიკვდილი თუ ხელახალი დაბადება?
ბევრი ამბობდა, AI დეველოპერებს სამსახურს წაართმევსო, მაგრამ პირიქით მოხდა – AI-მ “სუპერძალები“ მოგვცა. ვებსაიტის დამზადება 2025 წელს ჩვეულებრივ ხელოვნებად იქცა. ისეთმა ინსტრუმენტებმა, როგორიცაა Cursor და Vercel AI, საშუალება მოგვცა, რომ დრო და ენერგია კოდის წერის ნაცვლად, კრეატივზე დავხარჯოთ.
წლის მთავარი ტრენდი “ცოცხალი საიტებია”. შედიხარ საიტზე და ის შენს ხასიათზე, შენს საჭიროებებზე და შენს გემოვნებაზე იწყებს ადაპტირებას. საიტები სტატიკური ნახატები აღარაა, ისინი ცოცხალი ორგანიზმებივით არიან.
და მაინც, რა დაგვამახსოვრდება?
2025 წელი იყო წელი, როცა ტექნოლოგია ბოლომდე გაგვიშინაურდა. ჩვენ ვნახეთ, როგორ აშენებს Microsoft და OpenAI 500-მილიარდიან სუპერკომპიუტერს (Stargate), და დავინახეთ, რომ მომავალი იმაზე სწრაფად დადგა, ვიდრე ველოდით.
ეს იყო წელი, როცა ჩვენი ერთადერთი ლიმიტი - ჩვენივე ფანტაზია აღმოჩნდა. თუ რამის მოფიქრება შეგიძლია, მისი რეალობად ქცევისთვის საჭირო ყველა ხელსაწყო უკვე გაქვს.
საბაოლოოდ, დასკვნა მარტივია: 2025-მა გვასწავლა, რომ ტექნოლოგია არა მტერი, არამედ ყველაზე მაგარი პარტნიორია. ჩვენ შევაბიჯეთ ეპოქაში, სადაც მთავარია არა ის, თუ რამდენად სწრაფად წერ კოდს, არამედ ის, თუ რამდენად დიდი იდეები გაქვს.
აბა, მზად ხართ 2026-ის კიდევ უფრო გიჟური ტემპისთვის? 🚀
CONNECT გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 🎄 2026 წელსაც, როგორც აქამდე, თუ ვებსაიტის დამზადება გადაწყვიტეთ, ან არსებულის განახლება მოისურვეთ - მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ნომერზე 📞 2 47 07 70