ციფრულ მარკეტინგში ხშირად იქმნება ილუზია, რომ სოციალური მედიის აქტიური გვერდები ბიზნესის წარმატების გარანტიაა. დიახ, Facebook და Instagram აუდიტორიასთან კომუნიკაციისა და ბრენდის ცნობადობისთვის შეუცვლელი ინსტრუმენტებია, თუმცა ბიზნეს-მოდელის მხოლოდ ამ პლატფორმებზე “დაშენება“ ფუნდამენტური სტრატეგიული ხარვეზია.
სერიოზული კომპანიისთვის ვებგვერდი ფუფუნება არაა – ეს ციფრული ინფრასტრუქტურის მთავარი საფუძველია. ამ ბლოგში ის 5 კრიტიკული ფაქტორი შევაჯამეთ, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რატომ სჭირდება წარმატებულ ბიზნესს საკუთარი ციფრული პლატფორმა.
1. რისკების დივერსიფიკაცია
რისკების დივერსიფიკაცია ბიზნესის ერთ-ერთი ოქროს წესია. როდესაც თქვენი გაყიდვები 100%-ით Meta-ს (Facebook/Instagram) ეკოსისტემაზეა დამოკიდებული, თქვენი ბიზნესის ბედს მესამე მხარე წყვეტს. რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ თქვენი აქტივები დაუცველია. ვებგვერდი კი თქვენი პირადი საკუთრებაა, რომლის წესებსაც თავად განსაზღვრავთ.
2. პასიური VS აქტიური ძიება (Google-ის ფაქტორი)
სოციალურ ქსელსა და ვებგვერდს შორის პრინციპული განსხვავებები არსებობს. სოციალურ მედიაში თქვენ მომხმარებელს თავად “ეჭრებით” (Interruption Marketing), ხოლო საძიებო სისტემებში მომხმარებელი თავად გპოულობთ. მაშინ, როცა თქვენი პროდუქტით - რეალურად ინტერესდება.
სწორედ ამიტომ, პროფესიონალური ვებსაიტის დამზადება არა მხოლოდ ვიზუალურ მხარეს, არამედ ისეთი SEO არქიტექტურის შექმნასაც გულისხმობს, რომელიც საძიებო სისტემებში წამყვან პოზიციებს დაგაკავებინებთ. ვებგვერდის გარეშე კი მსგავსი მომხმარებლებისთვის, რომელიც უკვე მზადაა იმ პროდუქტის თუ მომსახურების შესაძენად, რომელსაც თქვენ ყიდით - უბრალოდ არ არსებობთ.










