რა ვისწავლეთ Temu-ს მაგალითზე: ონლაინ ვაჭრობის ახალი რეალობა

ავტორი: ზურა თეგერაშვილი

გამოქვეყნდა

28.01.2026

წაკითხვის დრო

0 წუთის საკითხავი

2022 წელს, ბაზარზე Temu-ს გამოჩენა უბრალოდ მორიგი ჩინური აპლიკაციის დებიუტი არ ყოფილა – ეს იყო ციფრული შტურმი, რომელმაც ონლაინ ვაჭრობის სტანდარტები თავდაყირა დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია აშშ-ში დაფუძნდა და დღეს იურიდიულად ირლანდიაშია რეგისტრირებული, მისი მართვის მთავარი პულტი კვლავ შანხაიში რჩება. შანხაიდან კი ყველაფერი ბევრად მარტივია: პირდაპირი წვდომა წარმოებასთან, გლობალური ლოჯისტიკის ცენტრი და ის რესურსები, რაც გიგანტებთან ბრძოლას აადვილებს. 

 

ისევე, როგორც მსოფლიოს თითქმის 100 ქვეყანაში, Temu-მ ონლაინ ვაჭრობის წესები საქართველოშიც შეცვალა: სტატისტიკურად, დღეს ადგილობრივი იკომერს-ტრაფიკის თითქმის 2/3 სწორედ ამ პლატფორმაზე მოდის. ეს ნახტომი კი წარმოუდგენლად მოკლე დროში მოხდა…

 

ამ ბლოგში იმ “გაკვეთილებს” განვიხილავთ, რომელიც ჩინურმა პლატფორმამ ბაზრის დაპყრობისას გამოიყენა და ვნახავთ, როგორ შეცვალა მისმა აგრესიულმა სტრატეგიამ ვებ-დეველოპმენტისა და ონლაინ გაყიდვების თამაშის წესები.

თემუს ამანათებითემუს ამანათები

გაკვეთილი #1: მონაცემები პროდუქტზე მნიშვნელოვანია

 

E-commerce-ის ისტორიაში ჯეფ ბეზოსის განვლილ გზას კარგად ვიცნობთ – მისი ყოველი ნაბიჯი საჯაროა. თუმცა, Temu-ს დამფუძნებელი, კოლინ ჰუანგი, სულ სხვა სტრატეგიას ირჩევს. ის Google-ს ყოფილი ინჟინერია, რომელიც საჯაროობას ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს, თუმცა მის მიერ შექმნილი ალგორითმები დღეს მილიონობით მომხმარებლის ქცევასა და მსოფლიო ბაზრის ტრენდებს განსაზღვრავს.

 

მან იცოდა მთავარი: ინტერნეტში იმარჯვებს არა ის, ვისაც საუკეთესო პროდუქტი აქვს, არამედ ის, ვინც საუკეთესოდ მართავს მონაცემებს. Temu-ს ალგორითმული მართვა მას სამ უმთავრეს უპირატესობას აძლევს:
 

  1. პროგნოზირებადი წარმოება: Temu ქარხნებს რეალურ დროში აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ეძებს და რაზე აკლიკებს ხალხი. ქარხნები ზუსტად იმდენს აწარმოებენ, რამდენიც გაიყიდება. ეს კი ნულამდე ამცირებს საწყობის ხარჯებს.
     
  2. ჰიპერ-პერსონალიზაცია: სისტემა აანალიზებს მომხმარებლის ყოველ “სქროლს”, კონკრეტულ ფოტოზე დაყოვნებულ წამს და შედეგად გთავაზობთ ისეთ ნივთს, რომელზეც უარის თქმა რთულია.
     
  3. ფასების დინამიური მანიპულაცია: ზემოთხსენებული მონაცემები კომპანიას საშუალებას აძლევს, მოთხოვნის მიხედვით, პროდუქტის ფასი წამებში შეცვალოს, რათა კონკურენტებზე (მაგალითად, Amazon-ზე) მინიმუმ რამდენიმე ცენტით იაფი დარჩეს.
თემუს ქარხანათემუს ქარხანა

გაკვეთილი #2: პირდაპირი კავშირი ქარხანასთან


Temu-მ პირდაპირ ჩინურ ქარხნებთან დაგვაკავშირა. ამაზონისგან განსხვავებით, რომელიც გიგანტურ საწყობებსა და ადგილობრივ სადისტრიბუციო ცენტრებს ეყრდნობა, Temu-მ Direct-from-factory მოდელი დანერგა. მათ საერთაშორისო ლოჯისტიკის ისეთი “ხვრელები” აითვისეს, რაც საშუალებას აძლევთ, მცირე ამანათები, ჩინეთიდან მომხმარებლის კარამდე,  გადასახადების გარეშე გაგზავნონ. შედეგად, ნივთი, რომელიც მაგალითად, თბილისის მაღაზიაში რამდენიმე შუამავლის გავლის შემდეგ ხვდება, აპლიკაციაში ქარხნის ფასად დევს.

დოპამინის მანქანადოპამინის მანქანა

გაკვეთილი #3: ინტერფეისი, როგორც “დოპამინის მანქანა”

 

Temu-მ დაამტკიცა, რომ ტრადიციული მარკეტინგის წესები იცვლება. 2022 წელს აშშ-ის ბაზარზე გამოჩენიდან სულ მალე, მათ Super Bowl-ზე 42 მილიონი დოლარის ღირებულების სარეკლამო დრო იყიდეს. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: პლატფორმაზე ვიზიტები მომენტალურად 25%-ით გაიზარდა, მაშინ როცა Amazon-მა და eBay-მ ტრაფიკის კლება დააფიქსირეს. უკვე 2023 წლისთვის Temu მსოფლიოში ყველაზე მეტჯერ გადმოწერილი შოპინგ-აპლიკაცია გახდა, რამაც დაადასტურა, რომ სწორად გათვლილ “ციფრულ შტურმს” გიგანტების შეფერხებაც შეუძლია.

 

თუმცა, Temu-ს წარმატების საიდუმლო მხოლოდ რეკლამა არაა, არამედ მათი UX სტრატეგია. ისინი იყენებენ ე.წ. Dark Patterns-ებს – ფსიქოლოგიურ ხრიკებს, რომლებიც საიტს აზარტულ თამაშად აქცევს. “დაატრიალე ბორბალი”, “მხოლოდ 1 წუთი დარჩა” – ეს ყველაფერი მომხმხარებელს აიძულებს ლოგიკური ფიქრი გამორთოს და რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს.

 

თუმცა, ამ აგრესიულ მარკეტინგს თავისი ფასი აქვს – მონაცემთა უსაფრთხოება. რეალურად, აპლიკაცია თქვენგან იმაზე მეტ ინფორმაციას ითხოვს (მდებარეობა, კონტაქტები), ვიდრე ზოგადად შოპინგს სჭირდება. ჩვენს პრაქტიკაში, როდესაც ვებსაიტის დამზადება ხდება, პრიორიტეტი ყოველთვის მომხმარებლის ნდობის მოპოვება და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვაა, რაც Temu-ს შემთხვევაში ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

კალათაში დამატებაკალათაში დამატება

გაკვეთილი #4: როგორ გადავრჩეთ გიგანტების ომში?

 

ადგილობრივი ბიზნესისთვის Temu-სთან ფასებით ბრძოლას აზრი არ აქვს. მათი მთავარი იარაღი სისწრაფე და სიიაფეა, ჩვენი კი   ხარისხი და პერსონალური მიდგომა. აი, რეალურად რა უნდა დავუპირისპიროთ ამ ”ციფრულ აგრესიას”:

 

  • ნივთი + სერვისი (და არა მხოლოდ ნივთი): Temu-სგან გამოწერილი ნივთი “ფორტუნაა“  – არ იცი, რა და როდის ჩამოვა. ადგილობრივ მაღაზიას კი შეუძლია კლიენტს ის შესთავაზოს, რაც ჩინეთიდან ვერ ჩამოვა: ადგილზე მონტაჟი, რეალური გარანტია და მყისიერი კონსულტაცია. მაგალითად, თუ საოჯახო ტექნიკას ყიდით, თქვენი საიტი მხოლოდ “კალათა” კი არ უნდა იყოს, არამედ პლატფორმა, სადაც კლიენტი (საჭიროების შემთხვევაში) ხელოსნის ვიზიტსაც დაჯავშნის და საგარანტიოსაც გააფორმებს.
     
  • ჭკვიანი ფუნქციები, რომლებიც ყიდვას გვიადვილებს: როცა კონკურენტი ბევრია, საიტი მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს. ეს ნიშნავს, მაგალითად, ნივთების მარტივ შედარებას, ვიდეო-მიმოხილვებს პირდაპირ პროდუქტის გვერდზე განთავსებას ან ისეთ ფილტრებს, რომლებიც კლიენტის დროს მაქსიმალურად დაზოგავს. Temu-ზე ნივთის პოვნა ხშირად ქაოსურ და გადატვირთულ პროცესთან ასოცირდება. – თქვენი საიტი კი მოწესრიგებული ვიტრინა უნდა იყოს, სადაც კლიენტი სამ კლიკში იპოვის იმას, რასაც ეძებს.

 

 

როგორც ჩვენს ბლოგში ვწერდით, ხშირად ბიზნესის მთავარი კონკურენტული უპირატესობა სწორედ სპეციფიკური ფუნქციონალი ხდება. Temu-მ დაგვანახა, რომ ბაზარზე ის გადარჩება, ვინც ტექნოლოგიურად ყველაზე სწრაფად ადაპტირდება.

 

CONNECT-ს eCommerce პლატფორმების შექმნის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენ ვიცით, როგორ ვაქციოთ რთული ლოჯისტიკური პროცესები მომხმარებლისთვის მარტივ გამოცდილებად.

 

ასე რომ, თუ თქვენი ბიზნესი იზრდება, არსებული ონლაინ მაღაზია კი თქვენს ამბიციებს არ შეესაბამება, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ნომერზე: 📞 032 2 47 07 70.

 

ჩვენ თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებულ ისეთ eCommerce პლატფორმას შევქმნით, რომელიც ყველაზე რთულ ამოცანებსაც კი უშეცდომოდ გაუმკლავდება. 

 

სხვა ბლოგები