ვებ საიტის დამზადება {თანამედროვე მიდგომა}

ავტორი: დავით კიკნაველიძე

გამოქვეყნდა

22.07.2022

წაკითხვის დრო

წუთის საკითხავი

გაეცანით

  • რა უნდა იცოდეს დამკვეთმა კონექტში ვებ საიტების შექმნის პროცესის შესახებ.
  • რა განაპირობებს ვებ საიტის წარმატებას.
  • რა პროფესიის ადამიანები არიან ჩართულები სამუშაო პროცესში.
     

დღესდღეობით კომპანიებისთვის საიტს არა მხოლოდ ერთგვარი სავიზიტო ბარათის ფუნქცია აქვს, არამედ მისი ძირათი საქმიანობის დამხმარე, ხანდახან კი ძირითადი ნაწილია, რის გამოც მისი ვიზუალი და ფუნქციონალი კომპანიის სახელზე და შემდგომ განვითარებაზე ახდენს გავლენას. დღესდღეობით საიტის შექმნა სხვადასხვა გზებითაა შესაძლებელი.
 

ინტერნეტ სივრცეში ბევრ პლატფორმას შეხვდებით, რომლებზეც შეძლებთ ააწყოთ მარტივად თქვენი საიტი, თუმცა ასეთი ტიპის კონსტრუქტორებს აქვთ ისეთი მინუსები, როგორებიცაა შაბლონურობა, პლატფორმაზე დამოკიდებულობა და გარკვეულწილად შეზღუდული ფუნქციონალი. ასეთ შემთხვევაში დამკვეთი ღებულობს „ნახევარ ფაბრიკატს“, ვებ საიტს, რომელიც მისი საქმის განვითარებას რიგი მიზეზების გამო ვერ ეხმარება.

Image alt text

აუთენტური, მომხმარებლისთვის მიმზიდველი, ოპტიმიზირებული და უსაფრთხო საიტის შექმნა რთული პროცესია, რომელშიც სხვადასხვა სახის სპეციალისტები არიან ჩართულები.
 

პირველ რიგში კომპანიამ რომელიც ქმნის საიტს უნდა გაანალიზოს დამკვეთი კომპანიისა და მისი პოტენციური მომხმარებლის ინტერესი, მიზნები და პროცესები, რომლებიც კომპანიაში მიმდინარეობს. შემდგომ სამუშაო პროცესში ერთვებიან შემდეგი პროფესიის ადამიანები.

Image alt text
  • პროექტ-მენეჯერები - წერენ ტექნიკურ დავალებას რის მიხედვითაც ხელმძღვანელობენ პროექტის კეთებაში ჩართულ ყველა რგოლს.
  • დიზაინერები - ქმნიან საიტის კონცეფციას და ვიზუალურ მხარეს.
  • დეველოპერები - წერენ კოდს, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან Backend და Frontend პროგრამისტებად .
  • Q/A ხარისხის კონტროლი და ტესტერები - ახდენენ პროდუქტის, როგორც ვიზუალური ასევე ფუნქციური ნაწილის შემოწმებას.
  • კონტენტ მენეჯერი / ქოფირაითერი - ავსებენ საიტს ტექსტური და მედია კონტენტით.
  • SEO ინჟინრები - ახდენენ საიტის ოპტიმიზაციას საძიებო სისტემებისთვის.
  • სოციალური მედია მარკეტოლოგები მის პოპულარიზაციაზე არიან ორიენტირებულები.
     

თითოეული სპეციალისტს თავისი წვლილი შეაქვს საიტის შექმნასა და განვითარებაში. თითოეული პროფესიის როლს შემდეგ სტატიებში დეტალურად განვიხილავთ.

Image alt text

მაშასადამე საიტის შექმნაზე მუშაობის პროცესი შრომატევად და მრავალმხრივ სამუშაოსთანაა კავშირში. ყველა ზემოხსენებული პროფესიის ადამიანს თავისებური უნიკალური შტრიხი შეაქვს საერთო სურათის შედგენაში და რომელთა ერთობლივი სწორი მუშაობით ვღებულობთ მიმზიდველ ვიზუალს, გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონალს, მარტივ ძებნადობას და პოპულარიზაციას.

სხვა ბლოგები