დამკვეთის ბრიფი: „G2“ წარმოადგენს დეველოპერული მიმართულების პროექტს, რომელიც ხორციელდება ბათუმში „მართვის კომპანია GGM”-ის მიერ. ზოგადოდ კომპანიისა და კერძოდ „G2“-ის მთავარი პრინციპია თანაბრად გაითვალისწინოს საკუთარი, დამკვეთთა, კლიენტთა თუ დასაქმებულთა უფლებები და ხელი შეუწყოს ქვეყანაში დეველოპერული მიმართულების ჯანსაღ განვითარებას. ჩვენი სურვილია „G2“-თვის შეიქმნას ლოგო და ბრენდინგი, რომელიც უპასუხებს კომპანიის მაღალ სტანდარტებს.
დიზაინის ფილოსოფია: პროექტის ლოგოს შექმნა, ერთის მხრივ, განაპირობა თავად კომპანიის სახელში არსებულმა ასომ „G“, რომელიც, ასევე, ალფაბეტურ სიმბოლიკაში წარმოგვიდგება როგორც ერთ-ერთი მყარი ასო და ასოციაციურად გულისხმობს ძალას, თავდაჯერებულობას. ლოგოში არსებული რიცხვი „2“ კი, იგივე კვადრატი, პირდაპირ უკავშირდება მშენებლობას.
ლოგოს შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტია ბრენდინგი, რომელიც აქტიურად დაიტვირთა მოწითალო-მონარინჯისფრო (აგურისფერი) გადაწყვეტებით, რომელმაც საშუალება მოგვცა ბრენდირების მთლიანი კონცეფცია ასოციაციურად დაგვეკავშირებინა უშაუალოდ მშენებლობასთან.
პროექტი „G2“ კიდევ ერთი გადაკვეთის წერტილია „მართვის კომპანია GGM”-სა და „კონექტს“ შორის, რომელიც წარმოადგენს არაერთი წარმატებულ პროექტზე ერთობლივად მუშაობის ერთგვარ გაგრძელებას.