დამკვეთის ბრიფი: სატელეკომუნიკაციო კომპანია Geocell-მა შექმნა ახალი პლატფორმა, სახელწოდებით B4B (Business for Business), რომელიც ითვალისწინებს ქართული ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებას. კომპანიის სურვილია შეიქმნას პლატფორმის ფარგლებში საორიენტაციო ერთჯერადი გამოყენების ვებაპლიკაცია. დიზაინის ფილოსოფია: B4B-ზე (Business for Business) მუშაობისას კონექტის ამოცანას წარმოიადგენდა „ჯეოსელის“ კონკრეტულად ერთ-ერთი ივენთისათვის გათვალისწინებული სადემონსტრაციო ვებაპლიკაციის შექმნა, რომელიც იქნებოდა ერთჯერადი გამოყენების და რომლითაც ისარგებლებდნენ ივენთზე მიწვეული სტუმრები ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ.