დამკვეთის ბრიფი: ბრიტანულ-ქართული აკადემიის მიზანია მოსწავლეები მაქსიმალურად ჩართოს კულტურულ აქტივობებში და მისცეს არაჩვეულებრივი გამოცდილება. აკადემიის მოთხოვნაა შეიქმნას ვიდეო, რომელიც აღწერს მოსწავლეების მონაწილეობას აკადემიის მიერ დადგმულ ბრიტანული საერთაშორისო ბროდვეის თეატრის მიუზიკლში. კონექტის მიდგომა: ბავშვებთან შეხვედრის პირველივე წუთებიდან ჩვენი გუნდის თითოეული წევრი დაიმუხტა მათი საოცარი ენერგიითა და განწყობით, რამაც გვიბიძგა შეგვექმნა ისეთივე ფერადი, მხიარული, ღელვითა და პასუხისმგებლობის გრძნობით გაჯერებული ვიდეო, რომელიც ზუსტად უპასუხებდა მათ ემოციებს.